მბაპე:„ვფიქრობ, ოქროს ბურთის მოგების კარგი შანსი მაქვს“
კილიან მბაპემ ჟურნალისტებთან ინტერვიუში არაერთი საინტერესო დეტალი აღნიშნა.
„მე ვფიქრობ, რომ ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში სერიოზული შანსი მექნება. ერთადერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი, უტიტულო სეზონია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ლა ლიგის „პიჩიჩი“ გავხდი, ასევე ყველაზე მეტი გოლი გავიტანე ჩემპიონთა ლიგასა და მსოფლიო ჩემპიონატზე.“
„ბომბარდირობის ჰეთ-თრიკი, თანაც ასეთი მაღალი დონის ტურნირებზე ბევრი რამის მთქმელია.“
„მზად ვარ, ჩავერთო კონკურენციაში, თუმცა თუ ვერ გავიმარჯვებ, ეს ჩემს მოტივაციას ნამდვილად ვერაფერს დააკლებს. ყოველთვის მიყვარდა ბოლომდე ბრძოლა და ახლაც ასე იქნება.“
„თანაგუნდელებს დიდ პატივს ვცემ, ჩემი თითოეული გოლი მათი დამსახურებაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“
„დიომანდე? ყოველდღე ვუყურებ, რამხელა ხარისხი აქვს „რეალის“ ახაწლვეულებს. ის ძალიან დიდი პერსპექეტივის მქონე მოთამაშეა, რომლის ტექნიკური არსენალი უბრალოდ საოცარია. დარწმუნებული ვარ, იანი პირველივე სეზონში შეძლებს და მადრიდისტებს შეაყვარებს თავს. მზად ვარ, მას მაქსიმალური დახმარება გავუწიო ადაპტაციაში.“
„კარლოს ესპიმ ყველას აჩვენა, რომ არნახულად ძლიერი ფორვარდია. ის არის ნამდვილი გოლეადორი, ახალი თაობის ესპანელი, რომელიც დარწმუნებული ვარ, მალე „ფურია როხას“ ღირსებასაც დაიცავს.“
„ვინი და ჯუდი? ჩვენ ერთად ბევრი შევქმენით და ვოცნებობთ, რომ ჩემპიონთა ლიგის თასი ერთობლივად მოვიგოთ. მაქსიმალურად ვიხარჯებით და ერთმანეთზე ვზრუნავთ.“
„ფლორენტინო პერესი თითოეული მადრიდისტას ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს. პრეზიდენტის ყურადღება რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ის ყველას გვერდში უდგას და ცდილობს, რომ გუნდში ერთიანი სული შეინარჩუნოს.“
- დღეს, 11:30
- 35
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




