ფედე ვალვერდე:„წინ დერბია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ“

ფედერიკო ვალვერდემ „ელჩესთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ჩემთვის საამაყოა, მხოლოდ ლა ლიგაში 250 მატჩის ჩატარება. ვფიქრობ, ეს მაჩვენებელი კიდევ მნიშვნელოვნად გაიზრდება და ვიქნები ისეთივე ეფექტური, როგორც ამას აქამდე ვახერხებდი.“

„„ელჩეს“ დამარცხება მარტივი არ ყოფილა. პირველ ტაიმში ყველაფერი გამოგვდიოდა და არაერთი მომენტი შევქმენით, თუმცა მეორე ნახევარში, ყველაფერი შეიცვალა და მასპინძელმა გუნდმა 2 გოლის გატანა შეძლო.“

„ეს არის კონცენტრაციის ნაკლებობის პრობლემა, რაც ყოვლად დაუშვებელია და აუცილებლად საჭიროებს დამატებით მუშაობას.“

„ვამაყობ დიომანდეს თამაშით, ის მარჯვენა ფლანგზე საოცარ სისწრაფეებს ანვითარებდა და „ელჩეს“ ფეხბურთელებს მუდმივად პრობლემებს უქმნიდა. სწორედ ეს იწვევდა სხვა სივრცეებით გათავისუფლებას.“

„გამარჯვებას მნიშვნელობა ჰქონდა მეტი თავდაჯერებისთვისაც. ფაქტია, რომ ლა ლიგაში კონკურენცია პიკს აღწევს და ყველა მატჩზე უნდა ვკონცენტრირდეთ.“

„წინ მადრიდული დერბი გველის. „ატლეტიკო“ უძლიერესი გუნდია, თუმცა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოსაგებად და აქტივში 3 ქულის ჩასაწერად.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 6
2 კამელიო 5
3 ობამეიანგი 4
4 მბაპე 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2026 (119)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)