კარლოს ესპი:„ასეთ დასაწყისს სიზმარშიც ვერ ვინატრებდი“
კარლოს ესპიმ „ელჩეს“ დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, ეს ოცნების ახდენაა. ასეთ დასაწყისს სიზმარშიც კი ვერ ვინატრებდი. რამდენჯერმე გავიტანე გადამწყვეტი გოლი და ვგრძნობ უდიდეს სიყვარულს, როგორც თანაგუნდელების, ასევე ქომაგების მხრიდან. მიხარია, რომ ჟოზე მოურინიომ შანსი მომცა და გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დავეხმარე. ეს არის საოცარი შეგრძლება. ვფიქრობ, ყველა უნდა აითვისოს ბოძებული დრო და კლუბისთვის მაქსიმალურად დაიხარჯოს.“
„დიდი მადლობა მბაპეს, რომელმაც საგოლე გადაცემა გამიკეთა, ის საოცარი ფეხბურთელია, რომელიც ყველა ვარჯიშზე მაოცებს.“
„წინ მადრიდული დერბი გვაქვს. ეს ჩემი პირველი დერბი იქნება და მოუთმენლად ველოდები 20 სექტემბრის მოსვლას. ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებული სვლის გასაგრძელებლად.“
- 16 სექტემბერი 2026
- 885
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



