მოურინიო:„ეს იყო გიჟური მატჩი, თუმცა ჩემთვის პრობლემა გამოაშკარავდა“
ჟოზე მოურინიომ „ელჩეს“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ეს იყო გიჟური მატჩი ბევრი მომენტით და სანახაობით, მაგრამ ჩემთვის პრობლემა კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა. მადრიდის „რეალმა“ ვერ გამოიყენა მომენტები, მეორე ტაიმში კი მოდუნდა და 2 გოლი გაუშვა. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და სასწრაფოდ გამოსასწორებელები ასპექტები, ვინაიდან ყოველთვის ვერ გაგვიმართლებს.“
„არასდროს უნდა ჩავთვალოთ, რომ თამაში უკვე მოგებულია. ფაქტია, რომ გუნდს პირველი ტაიმის შემდეგ ზედმეტი თავდაჯერება ჰქონდა.“
„„ელჩეს“ გულშემატკივრებმა ფანტასტიკური გარემო შექმნეს. ამ კოლექტივს ნამდვილად არ ეტყობოდა, რომ ლა ლიგა ძალიან ცუდად დაიწყო და მე-20 პოზიციაზე იმყოფება. ზუსტად ვიცი, „ელჩე“ სულ მალე ცხრილის შუა ნაწილში გადავა და მოგებებს დაიწყებს.“
„მატჩის ბოლოს განხორციელებული ცვლილებებით მაქსიმალურ რისკზე წავედი. აქ შეიძლებოდა მესამე გოლიც მიგვეღო საკუთარ კარში, რაც ძალიან დამაზიანებელი იქნებოდა.“
„კარლოს ესპი ბრწყინვალე ახალგაზრდაა, ათლეტური მონაცემების, საშემსრულებლო ოსტატობით და ასე შემდეგ, თუმცა მას ჰყავს ძალიან სერიოზული კონკურენტი, რომელიც გოლს გოლზე იტანს. ესპი კიდევ მიიღებს შანსს, ის ძალიან მაღალი დონის ახალგაზრდაა და აქვს თვისებები, რომელიც დღევანდელ ფეხბურთში იშვიათია.“
„იან დიომანდეს თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. მან უწყინარ სიტუაციაში მიიღო ყვითელი ბარათი და შემდეგ მთელი მატჩი ფრთხილად იყო. ფაქტია, რომ მან მოუმატა ტემპს, სისწრაფეს, იყო სარგებლიანი როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე თანაგუნდელებისთვის. ეფექტური გოლი გაატანინა მბაპეს, 7 დრიბლინგი განახორციელა და მეტოქის მცველების ყურადღებას იპყრობდა. მეტს იანი ვერ გააკეთებდა, ის კიდევ მიიღებს სათამაშო დროს და ყველას აჩვენებს, რომ ძალიან მაღალი დონის ახალგაზრდაა.“
„მომწონს სტაბილურობა გოლების გატანის მხრივ, მაგრამ საკუთარ კარში ნაკლები უნდა გავუშვათ. არ შეიძლება ყველა მატჩში შესაძლებელი იყოს ჩვენი კარის აღება. ფეხბურთელებთან სერიოზული საუბარი მექნება, არაერთ კომპონენტს გავაანალიზებთ და ვეცდებით, რომ მომდევნო ტურებში გუნდი უფრო სოლიდური იყოს.“
„კალენდარი საკმაოდ სოლიდური და საპასუხისმგებლობა. მომდევნო ტურებში 100%-იანი შედეგის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ვიმედოვნებ, ყველაფერს შევძლებთ.“
„ფეხბურთელებს კონცენტრაციის დაკარგვა არ ეპატიებათ. ეს არის არაპროფესიონალიზმი, რისი ადგილიც მადრიდში ნამდვილად არ არის. ლა ლიგაში მარტივი მეტოქეები არ არსებობენ და ეს არაერთხელ დამტკიცებულა.“
„არის თუ არა არდა გიულერი შეუცვლელი? არა, შეუცვლელი გუნდში არავინ არის. ყველას აქვს თავისი ფუნქცია. მეორე ტაიმში მივხვდი, რომ კონტროლს ვკარგავდით და ცვლილებები განვახორციელე, თუმცა ამ ცვლილებებმა ვერ იმუშავა. მთავარი და გარდამტეხი ბოლო ცვლილებები გამოდგ,ა როდესაც ვაბანკზე წავედი.“
„ბელინგემი და ბრაჰიმ დიასი მოედანზე ბურთის მეტი კონტროლისთვის შევუშვი, ასევე შევამჩნიე, რომ არდა გიულერი და ვინისიუსი ძალიან დაღლილები იყვნენ.“
„ჩუამენიმ და ვალვერდემ ნახევარდაცვაში ზონები გადაკეთეს, პრესინგზეც საიმედოები იყვნენ და საბოლოო ჯამში ეფექტური დუეტი ვიხილეთ, თუმცა მეორე ტაიმში მათაც ჰქონდათ პრობლემები. ამ მატჩის სამ ეტაპად დაყოფა შეიძლება. ეს იყო პირველი ტაიმი, შემდეგ პროცესი 0:2-იდან 2:2-მდე, შემდეგ კი ბოლო 6-7 წუთი, სადაც ყველაფერს ვაკეთებდით გოლის გასატანად.“
„ის, რომ ინტენსივობას ვკარგავთ, ნამდვილად არის შეშფოთების საფუძველი, თუმცა ვიცი, რა მიმართულებებით მჭირდება მუშაობა.“
„16 სექტემბერს გუნდი დაისვენებს და ენერგიას აღიდგენს, სესიები კი 17 სექტემბრიდან განახლდება, სადაც „ატლეტიკოსთან“ მატჩისთვის მზადებას დავიწყებთ.“
- გუშინ, 10:15
- 1 045
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



