მოურინიო:„ჩვენ გაცილებით ძლიერი გუნდი ვიქნებით“

ჟოზე მოურინიომ „ელჩესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ გვსურს კარგი თამაში და აუცილებელი 3 ქულა, სხვა არაფერი. მადრიდის „რეალი“ მხოლოდ გამარჯვებაზეა ორიენტირებული.“

„როდის ვიხილავთ საუკეთესო ვინისიუსს? საკმაოდ მალე, ის ძალიან ბევრს მუშაობს და არაერთი ასისტი ჩაიწერა აქტივში. ბრაზილიელი გოლების რაოდენობასაც მოუმატებს.“

„არდა გიულერს აქვს ფანტასტიკური ხედვა და შესაძლებლობები, ის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი და დიდი მასშტაბის ფიგურაა, რომელსაც საოცარი მომავალი აქვს. გიულერზე დიდ გათვლას ვაკეთებ.“

„ჩვენ ახლა გაცილებით უკეთესები ვართ, ვიდრე პრესეზონის სტარტზე. ჩემი მიზანიც ეს არის, რომ გუნდი ეტაპობრივად გაუმჯობესდეს და საუკეთესო ხარისხის ფეხბურთი ითამაშოს. მე არ მაქვს ჯადოსნური ფორმულა, მაგრამ მაქვს გეგმა, რომელსაც მივყვები და შედეგებიც სახეზეა.“

„მუდმივი პრესინგი წარმოუდგენელია, მაგრამ მეტწილად გუნდმა პრესინგი უნდა განახორციელოს და მეტოქეს გასაქანი არ მისცეს, ხშირად ეს ხდება ხოლმე წარმატების მთავარი საფუძველი. ჩვენ გვჭირდება ენერგიის სწორი მართვა და გადანაწილება.“

„ჩუამენი ეტაპობრივად მოუმატებს, მან ტრავმის მკურნალობა დაასრულა, დანარჩენი კი ფრანგის ტემპში ჩადგომაზე იქნება დამოკიდებული.“

„ჩვენი გეგმები შეთანხმებულია სამედიცინო გუნდთან, ტექნიკურ შემადგენლობასთან, ფეხბურთელებთან და ყველა იმ ადამიანთან, რომელიც კომპეტენციას ფლობს. გვსურს, ერთობლივი მუშაობით მივაღწიოთ შედეგებს.“

„დიომანდე სასტარტოში? ის ყველაფერს აკეთებს, რაც სჭირდება წარმატებისთვის. გასათვალისწინებელია, რომ ახალწვეულის ადაპტაცია კარგ ტემპში მიმდინარეობს.“

„ორი ჩამშლელი ნახევარმცველი? ჩვენ გვაქვს დიდი რესურსი და შესაძლებლობები, რომელიც სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ.“

„სასტარტოში ითამაშებენ ის ფეხბურთელები, რომლებიც საუკეთესო კონდიციაში არიან, ამაზე ხშირად გესაუბრებით ხოლმე. რატომღაც ერთმანეთს ვღლით, ვინაიდან პრესკონფერენციები ხშირად იმართება.“

„მჭიდრო კალენდარი? ამას შეჩვეულები ვართ და მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის.“

„მე არ ვიცი, რა ხედვები აქვს ზინედინ ზიდანს ჩუამენისთან და სხვა ფრანგ ფეხბურთელებთან დაკავშირებით. მოდით, თავად ლეგნედამ გადაწყვიტოს კონკრეტულ სიტუაციაში რა სურს.“

  • Madridista
  • 14 სექტემბერი 2026
  • 1 238
  • 2

1

15 სექტემბერი 2026 11:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 102

იმედია ავტობუსს არ დააყენებ როგორც გჩვევია ხოლმე the special one

ბეტისის მეკარეს და ზოგადად ყველა ჭ კლასის გუნდის მეკარე მხოლოდ ჩვენთან რატომ იგიჟებს თავს ვერ ვხვდები შეხვდებიან ბარსას ან ატლეტიკოს და გოლების წვიმას გაუშვებს


2

15 სექტემბერი 2026 12:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 6 214

იმედია მეტოქეს სათანადოდ დავაფასებთ და მოვიგებთ მარტივად

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 9
3 იამალი 8
4 კამელიო 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (154)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)