”ბერნაბეუ” პირველი ანშლაგის მოლოდინშია
საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში ”სანტიაგო ბერნაბეუზე” ანშლაგი არ შემდგარა.
ჟურნალისტების აზრით, მადრიდის საფეხბურთო არენა ”მილანთან” შეხვედრაში გაივსება.ამაზე მეტყველებს ქომაგების აქტიურობაც, რის შედეგადაც მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, მხოლოდ 4 ათასი ბილეთია უპატრონოდ.
მიმდინარე სეზონში, გულშემატკივრებს ოფიციალური საიტის მეშვეობითაც შეუძლიათ ბილეთების ყიდვა.ასე, რომ ”ბერნაბეუს” სალაროებთან სირბილით, ბევრი მადრიდელი აღარ იწუხებს თავს.
წელს, სტადიონზე დასწრების მხრივ, ”აიაქსთან” თამაშის გამოყოფობა შეიძლება, სადაც სამოცდაათი ათასი ფანი მივიდა.
- 15 ოქტომბერი 2010
- 1 928
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.