ბერნარდუ:„სრულიად სხვა პოზიციაზე ვთამაშობ“

ბერნარდუ სილვამ „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. ჩვენ ლა ლიგაში უკვე 4 გამარჯვება დავაფიქსირეთ, თანაც სწრაფი, ინტენსიური და გოლებით სავსე ფეხბურთით.“

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა ასეთი სვლა განაგრძობს და კიდევ უფრო მოუმატოს.“

„პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ. მეორე ნახევარში შედარებით მცირე ინტენსივობა გვქონდა, მაგრამ ყველაფერს ვაკონტროლებდით.“

„სრულიად სხვა პოზიციაზე მიწევს თამაში, რაც გარკვეულ ადაპტაციას მოითხოვს. მივიჩნევ, რომ მომატება შემიძლია, ამისთვის ყოველდღიური მუშაობაა საჭირო.“

„ვცდილობ გავიგო, სად შემიძლია მომატება, სად შემიძლია მწვრთნელის დავალებების სრულფასოვნად შესრულება.“

„სიღრმიდან თამაში მიწევს, ხშირად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ დავიწყებ შეტევას, როგორ გავანაწილებ ბურთს, განვავითარებ სისწრაფეს და ასე შემდეგ.“

„ბრწყინვალე შემტევები გვყავს. მბაპეს და ვინისიუსს არნახული სისწრაფის განვითარება შეუძლიათ, სწორედ ამიტომ, ნახევარდაცვა კიდევ უფრო მობილური უნდა გახდეს და წინახაზელებს მეტი მომენტი შეუქმნას.“

„ბერნაბეუზე თამაში ძალიან სასიამოვნოა, თითოეული საღამო მახსოვს.“

  • Madridista
  • 13 სექტემბერი 2026
  • 2 034
  • 7

1

13 სექტემბერი 2026 20:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 882

მოუმატებს ეს ბუნებრივია და სასტარტოში თუ ვერა სკამიდან ძალიან გაგვაძლიერებს.


2

13 სექტემბერი 2026 21:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 6 214

ამ მანჩესტერს არაფერი არ ეშველება გუნდს არასდროს აქვს სათამაშო ტაქტიკა კერიკი არა კვატი ვინ უშველეს არ ვიცი ამათ მაგარი დიდი ფან ბაზა აქ ამ გუნდს მთელ მსოფლიოში იმენა შეაზიზღა ფანებს ფეხბურთის ყურება (მადლობა ღმერთს მანჩესტერის გულშემატკივარი არ ვარ )


3

13 სექტემბერი 2026 21:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 102

ეს ლევანტეს ფრხბურთელები რა ელამები არიან ტიპებმა მოტრიალებული მატჩი წააგეს იმედია გავარდებიან სეგუნდაში


4

13 სექტემბერი 2026 22:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 285

მართლა არაა ამ მანჩესტერის საშველი. ლაივზე დავუწერე მოგება როცა კაცი გაუგდეს სიტის და ტიპებმა მაინც წააგეს. როცა საათზე მეტხანს კაცნაკლული იყო სიტი


5

13 სექტემბერი 2026 23:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 440
13 სექტემბერი 2026 22:17, murtoreali777 says:

მართლა არაა ამ მანჩესტერის საშველი. ლაივზე დავუწერე მოგება როცა კაცი გაუგდეს სიტის და ტიპებმა მაინც წააგეს. როცა საათზე მეტხანს კაცნაკლული იყო სიტი

როგორ ხარ მეგობარო?400 ლარში მეწერა ბარსას გოლები 2.5 მეტი 5.5 მეტი თამაშგარე  მანჩესტერში 3 გოლი კუთხურები 9.5 მეტი მანჩესტერს ცხოვრებაში არ ავიღებ მაგის გრანდობა არ გაიშვას

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

6

13 სექტემბერი 2026 23:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 6 214
13 სექტემბერი 2026 22:17, murtoreali777 says:

მართლა არაა ამ მანჩესტერის საშველი. ლაივზე დავუწერე მოგება როცა კაცი გაუგდეს სიტის და ტიპებმა მაინც წააგეს. როცა საათზე მეტხანს კაცნაკლული იყო სიტი

არაა არა სანამ მბუმოები და კუნიებია გუნდში თავისი ხელმძღვანელობით გაძლება მაგათ გულშემატკივრებს


7

14 სექტემბერი 2026 10:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 285
13 სექტემბერი 2026 23:01, I N I E S T A 8 says:
13 სექტემბერი 2026 22:17, murtoreali777 says:

მართლა არაა ამ მანჩესტერის საშველი. ლაივზე დავუწერე მოგება როცა კაცი გაუგდეს სიტის და ტიპებმა მაინც წააგეს. როცა საათზე მეტხანს კაცნაკლული იყო სიტი

როგორ ხარ მეგობარო?400 ლარში მეწერა ბარსას გოლები 2.5 მეტი 5.5 მეტი თამაშგარე  მანჩესტერში 3 გოლი კუთხურები 9.5 მეტი მანჩესტერს ცხოვრებაში არ ავიღებ მაგის გრანდობა არ გაიშვას

კარგად ძმაო გაიხარე შენ ხომ ხარ მაგრად? 


ამ სეზონში ალბათ ყველაზე კარგი ასაღებია ბარსას თამაშებში 4.5 მეტი გოლი. 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 9
3 იამალი 8
4 კამელიო 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (154)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)