მოურინიო:„მე ვირჩევ 11 ფეხბურთელს, სასტარტოს კი გაცილებით მეტი იმსახურებს“
ჟოზე მოურინიომ „რაიო ვალეკანოს“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„არდა გიულერი სკამზე? დარწმუნებული ვარ, თანაც 100%-ით, რომ თურქის სასტარტოში დაყენებისა და იან დიომანდეს სკამზე დასმის შემთხვევაში, ამ შეკითხვას ახალწვეულზე დამისვამდით. მე 11 ფეხბურთელს ვირჩევ, სასტარტოს კი გაცილებით მეტი იმსახურებს.“
„როდესაც თურქი მოედანზეა, გუნდს მეტი კრეატივი აქვს. არდა შევიდა და ბევრი რამ დალაგდა. ის საოცარი მოთამაშეა.“
„პირველ 45 წუთში ძალიან კარგად ვითამაშეთ, ტემპი გვქონდა და ყველაფერს წერტილი დავუსვით. მეორე ტაიმში შედარებით ინერტულები ვიყავით, მაგრამ სიტუაციას ვაკონტროლებდით.“
„რამდენჯერმე არ მომეწონა მომენტი, როდესაც ბურთს ვკარგავდით. ეს არის ყოვლად დაუშვებელი.“
„ბედნიერი ვარ იმით, რასაც გუნდი აკეთებს. 2 თვეა ვარჯიში დავიწყეთ და საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. ლა ლიგაში ბრძოლა გრძელდება და მაქსიმალურად ვეცდებით, ყველა შეხვედრაში ბოლომდე დავიხარჯოთ. ასევე კარგი სტარტი გვქონდა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში.“
„დიომანდე ძალიან დისციპლინირებული ტალანტია, რომელსაც დიდი მომავალ აქვს. ის ბევრს სწავლობს ტაქტიკური თვალსაზრისით, ერთ-ერთზე ძალიან სწრაფი და სახიფათოა. იანი მუშაობს და დარწმუნებული ვარ, ყოველკვირეულად უფროუფრო დიდ პროგრესს აჩვენებს.“
„ვინისიუსს აქვს დიდი პასუხისმგებლობა და მენტალური მდგრადობა. ბრაზილიელი შესანიშნავი იყო და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.“
„კარერასის თამაში ძალიან მომეწონა. „რაიო ვალეკანოს“ ფეხბურთელები ეფექტურად გვიტევდნენ, ალვარო კი ძალიან პროდუქტიული გახლდათ, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.“
- დღეს, 12:18
- 158
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



