მოურინიო:„გუნდი პროგრესირებს, როგორც ტაქტიკური, ასევე მენტალური თვალსაზრისით“

ჟოზე მოურინიომ „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„გუნდი თავს შესანიშნავად გრძნობს. გვაქვს ერთიანობა და ჟინი, რაც ყველაზე მთავარია. შემაჯამებელ ვარჯიშზე მეტი ტაქტიკური ნაწილი განვიხილეთ, ვიდრე ფიზიკური, თუმცა ამ მიმართულებითაც ვიმუშავეთ. მეტოქეს პატივს ვცემთ და გვჯერა, რომ რთული მატჩის მოგება სრულიად შესაძლებელი იქნება.“

„დიომანდე სასტარტოში? ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ. სასტარტო შემადგენლობას მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაიგებთ.“

„ის, რასაც ვინისიუსი აკეთებს, სრულიად მისაღები და დამაკმაყოფილებელია. ის არ იმსახურებს კრიტიკას. ბრაზილიელმა ბოლო წლებში ძალიან ბევრი გააკეთა სამეფო კლუბისთვის და მეტ პატივისცემას იმსახურებს, ის მალე საუკეთესო ფორმაში შევა.“

„როტაცია? არ ვიცი, შემადგენლობაზე არ ვსაუბრობ. „ინტერთან“ მატჩისგან განსხვავებით, ახლა ჩემს განკარგულებაში დამატებით იქნებიან არდა გიულერი, ბერნარდუ სილვა და ედუ კამავინგა. ეს დიდი რესურსია.“

„კრიტიკა ყოველთვის მისაღებია, თუ ის ჯანსაღია. ვისაც „რეალი“ უყვარს და ბერნაბეუზე მოდის მატჩის საყურებლად, ვინისიუსს არ უნდა უსტვენდეს, ეს არ არის სწორი საქციელი.“

„დიდ პატივს ვცემ ფეხბურთელებს, რომლებიც ბოლომდე იხარჯებიან, ერთ-ერთი ასეთი დინ ჰაუსენია. მიხარია, მან მახსენა და დაინახა ის მხარდაჭერა, რომელსაც ყოველდღიურად გამოვხატავ. ესპანელში უდიდეს რესურსს ვხედავ, თუმცა ის ჯერ კიდევ უნდა გაიზარდოს.“

„მბაპეს კრიტიკა? ის არის ფეხბურთელი, რომელიც ყოველ სეზონში 40 და მეტ გოლს იტანს. რომელ კრიტიკაზე მესაუბრებით?!“

„ტიბო კურტუა? მას სურს კლუბზე მაქსიმალური კონცენტრაცია, სწორედ ამას უკავშირდება გადაწყვეტილებები, რომელიც მან ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით მიიღო, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ტიბოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ის საუკეთესო გოლკიპერია და კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში იდგება მოწოდების სიმაღლეზე.“

„მე არ სიმშვიდის მინისტრი, მაგრამ გუნდურ ჰარმონიას რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. ჩუამენისა და ვალვერდეს შორის გაუგებრობა არ არსებობს, ისინი ერთად ვარჯიშობენ და ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ. ამას ემატება ის კომპონენტიც, რო ორივე ნახევარმცველია და ერთად ბევრი საქმის კეთება უწევთ.“

„გუნდი წინ მიიწევს და აქვს პროგრესი, რომელიც თვალსაჩინოა. „ბეტისთან“ არ გაგვიმართლა, მაგრამ სხვა მატჩებში ბრწყინვალე შედეგები დავაფიქსირეთ. წინსვლა უნდა განვაგრძოთ.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 6
2 კამელიო 5
3 ობამეიანგი 4
4 მბაპე 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2026 (92)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)