„რაიოსთვის“ მზადება დასრულდა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა „რაიო ვალეკანოსთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაასრულეს.
ჟოზე მოურინიომ გუნდი კიდევ ერთხელ შეკრიბა და შემაჯამებელი ვარჯიში გამართა, სადაც აქცენტი გაკეთდა ფიზიკურ კონდიციებზე, დაცვით კომპონენტზე, შეტევებში სწრაფ გადასვლასა და პრესინგზე.
ვარჯიშს ესწრებოდა ოთხი კანტერანოც. საბედნიეროდ, სრული დატვირთვით ვარჯიშობს ენდრიკ ფელიპეც, რომელმაც ტრავმა უკან მოიტოვა, გუნდის განკარგულებაშია ორელიან ჩუამენი.
ტრავმირებული მოთამაშეების აღდგენითი პროცესი გრძელდება.
- დღეს, 00:30
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



