ნიკო ფასი:„„კომო“ ჩემი განვითარებისთვის საუკეთესო ადგილი იყო“
ნიკო ფასმა მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც ჩანს, არგენტინელ ფეხბურთელს „რეალში“ დაბრუნება გადაწყვეტილი არ აქვს.
„მე მჭირდებოდა სათამაშო დრო, კარგი გარემო, ახალი გამოცდილება და შესაძლებლობები. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ „კომოში“ გადმოსვლით ყველაფერი მივიღე და ამ კლუბის მადლიერი ვარ.“
„ძალიან მსიამოვნებს ფაბრეგასთან მუშაობა, ის ტოპ მწვრთნელია, რომელიც ინტერესდება თითოეული ფეხბურთელის საჭიროებით.“
„თანაგუნდელებთან ერთად დიდი მიზნები მაქვს დასახული. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ წინ და არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება დავაფიქსირეთ, თუმცა გვჯერა, რომ ამ სეზონში კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით.“
„„რეალში“ დაბრუნება? ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის. „კომო“ ჩემი განვითარებისთვის საუკეთესო ადგილი იყო და მიხარია, რომ „ბლანკოსმაც“ ხელი შემიწყო. ნამდვილად არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. დანამდვილებით არაფრის თქმა არ შემიძლია.“
- დღეს, 11:48
- 9
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




