შუსტერი:„„რეალს“ ბურთის დაჭერა საერთოდ აღარ აინტერესებს“

ბერნდ შუსტერმა ჟოზე მოურინიოს ახალი ფორმაციის „რეალზე“ ისაუბრა.

„ჩვენ ვხედავთ გარდამტეხ ცვლილებებს, რომელიც მადრიდის „რეალის“ სათამაშო სტილსა და ტაქტიკურ მონახაზშია. ამ გუნდს საერთოდ აღარ აინტერესებს ბურთის დაჭერა. როგორც ჩანს, მოურინიოსთვის პრიორიტეტი შეტევების სწრაფი განვითარებაა, რაც პირველ რიგში იმ რესურსის ნაკლებობით აიხსნება, რომელიც „ბლანკოსს“ ნახევარდაცვაში აქვს.“

„მოურინიოს გუნდში არ ირიცხებიან როდრის, პედრის, ვიტინიას, ფაბიან რუისის, დეკლან რაისის, ადამ ვორტონის, ენცოს და სხვების სტილის ფეხბურთელები, შესაბამისად, მოურინიო სხვა სქემას ირჩევს.“

„ის, რაც „ინტერთან“ ვიხილეთ გასაკვირი იყო. არ მახსენდება მომენტი, როდესაც მილანური კლუბი ბერნაბეუზე ბურთს იჭერდა.“

„ფაქტია, რომ „რეალი“ ბურთის მიღებისთანავე სწრაფ შეტევაზე ფიქრობს და ბურთს მოედნის ცენტრში არ აჩერებს. სიმართლე გითხრათ, ეს საინტერესოც არ არის, მაგრამ არ ვიცი, როგორ შედეგებს მოიტანს.“

„მაშინ, როდესაც გუნდში ვინისიუსის, მბაპეს, დიომანდეს და ბრაჰიმ დიასის სტილის სწრაფი ფეხბურთელები გყავს, კონტრ-შეტევა ყოველთვის ეფექტური იქნება და ალბათ პორტუგალიელი სპეციალისტის რეფორმაც ამას უკავშირდება.“

  • Madridista
  • 10 სექტემბერი 2026
  • 1 290
  • 2

1

11 სექტემბერი 2026 08:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 518

მდაააა......ჟოზე ან ააყვავებს რეალს,ან ისე დაღუპავს,რომ ათწლეულები ვერ გასწორდება წელში.))))


2

11 სექტემბერი 2026 13:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 493
11 სექტემბერი 2026 08:58, zizu2020 says:

მდაააა......ჟოზე ან ააყვავებს რეალს,ან ისე დაღუპავს,რომ ათწლეულები ვერ გასწორდება წელში.))))

ნუ ათეულები არა, მაგრამ 2-3 წელი ნამდვილად დასჭირდება. ხო გახსოვს ეს რო წავიდა 2013-ში მაგის შემდეგ დავიწყეთ აღმასვლა, როდის მოშორდება უკვე ნერვები აღარ მაქვს მოკვდეს მაინც და პერესიც გაიყოლოს, რო ახალგაზრდებმა ისევ დაუბრუნონ რეალს მსოფლიო ფეხბურთის მეფე(რეია)

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 15
2 მბაპე 12
3 იამალი 10
4 ზაბირი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2026 (20)
ოქტომბერი 2026 (178)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)