მოურინიო:„ძალიან არაპროგნოზირებადი მატჩი იყო“

ჟოზე მოურინიომ „ინტერის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„ეს იყო ძალიან დიმანიური და არაპროგნოზირებადი მატჩი. არ იყო გამორიცხული 5-1 მოგვეგო, ან შეხვედრის ბოლო ტაბლოზე 6-6 დაფიქსირებულიყო. ჩვენ გაცილებით მეტი მომენტი შევქმენით და გოლების გატანას ვიმსახურებდით. ვფიქრობ, პირველ ტაიმში კიდევ შეგვეძლო მეტოქის კარის აღება. მეორე ტაიმიც აქტიურად დავიწყეთ და ვცდილობდით, როგორც სწრაფი, ასევე პოზიციური შეტევების კრეატიულ განვითარებას.“

„დიდ მადლობას ვუხდი ტრენტს, რომელმაც უჩვეულო პოზიციაზე ითამაშა, მაგრამ უმაღლესი კლასი კიდევ ერთხელ გვიჩვენა. ვფიქრობ, ინგლისელი ფეხბურთელი ნახევარდაცვაში ძალიან პროდუქტიული იყო და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.“

„ჯუდ ბელინგემის მომენტები? ინგლისელს შეეძლო მეტოქის კარის აღება, მაგრამ არ გაუმართლა.“

„თავდაცვითი ინტენსივობა შედარებით შემცირებული გვქონდა, ვინაიდან ნახევარდაცვაში არაერთი მოთამაშე გვაკლდა. დღეს ჩვენ ვიხილეთ სახეცვლილი „რეალი“, სადაც რამდენიმე მოთამაშეს უჩვეულო პოზიციაზე უწევდა თამაში.“

„ვალვერდეს გოლი შემთხვევითობაა? ვერ დაგეთანხმებით, ეს იყო იმ პრესინგის და კომფაქტური მიდგომის შედეგი, რომელსაც გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში აჩვენებდა.“

„კივუს გუნდს დიდი რესურსი აქვს, ცვლილებების შემდეგ „ინტერი“ კიდევ უფრო გაძლიერდა, სწრაფი გახდა და გოლის გატანაც შეეძლო. კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების გამოსვლით, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს საკუთარი ძალა.“

„პირველი ტურის მოგება მნიშვნელოვანი იყო, თანაც კონკურენტი ძალიან ძლიერი. ვფიქრობ, კარგი სტარტი ჯგუფის წარმატებით დახურვის საწინდარი იქნება. ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩში მაქსიმალური ყურადღება გვმართებს.“

„ვინისიუს ჟუნიორის შრომას დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ. ეს ჩემთვის მეტისმეტად მნიშვნელოვანია. ბრაზილიელი ფეხბურთელი ყველა ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება. ის არ არის ფორმის პიკზე, მაგრამ პროგრესირებს და ზუსტად ვიცი, რომ მალე მოუმატებს. ბრაზილიელ ფეხბურთელს აქვს არნახული სისწრაფე და ტექნიკას, რომელაც მალე ყველა ვიხილავთ. არ მივესალმები გულშემატკივრების სტვენას და აგრესიას, ეს მხოლოდ დამაზიანებელია. მე ვარ ვინის მწვრთნელი და მაქვს კომპეტენცია იმისი, რომ განვსაჯო ესა თუ ქმედება.“

„მბაპე? მას ყველამ პატივი უნდა სცეს. ფრანგი ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯება და მოედანდ უგოლოდ ფაქტობრივაად არ ტოვებს. კილიანმა „ინტერის“ დამარცხებაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა.“

„„რეალის“ გულშემატკივრების მოლოდინები ყოველთვის ყველასგან განსხვავებულია. აქ ყოველთვის მაქსიმუმი სურთ, მაგრამ მერწმუნეთ, კარგი შედეგები ერთიანობის, გუნდური სულისკვეთების გაზიარების და მუდმივი შრომის შედეგად მოდის. ჩვენ გვჭირდება პუბლიკის მხარდაჭერა და არა სტვენა, რათა ერთად შევძლოთ მწვერვალების დაპყრობა.“

  • Madridista
  • 9 სექტემბერი 2026
  • 1 021
  • 3

1

9 სექტემბერი 2026 15:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 11

საიტს მხოლოდ ერთი მწერალი ყავს ? რა ვერ ისწავლე ბიძია წერა და რით ვერ განვითარდი ამდენხნიანი წერის და მოღვაწეობის შემდეგ. ვერ ნახავ ვერც ერთ სტატიას აქ გამოქვეყნებულს რომელშიც მინიმუმ არა ერთი არამედ ორი შეცდომა არ გქონდეს დაშვებული. ბარსამანიაზე ვკითხულობ ხშირად სტატიებს და მსგავს შეცდომებს ვერც ერთ სტატიაში ვერ აღმოაჩენ. მოკლედ რაც გუნდი ვართ ეგეთი პერსონები გვყავს ყველგან და ყველა სფეროში. პირადული არაფერი ჯანსაღი კრიტიკაა უბრალოდ და გაგებით უნდა მოეკიდო.


2

9 სექტემბერი 2026 23:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 486
9 სექტემბერი 2026 15:32, პუტარეალი says:

საიტს მხოლოდ ერთი მწერალი ყავს ? რა ვერ ისწავლე ბიძია წერა და რით ვერ განვითარდი ამდენხნიანი წერის და მოღვაწეობის შემდეგ. ვერ ნახავ ვერც ერთ სტატიას აქ გამოქვეყნებულს რომელშიც მინიმუმ არა ერთი არამედ ორი შეცდომა არ გქონდეს დაშვებული. ბარსამანიაზე ვკითხულობ ხშირად სტატიებს და მსგავს შეცდომებს ვერც ერთ სტატიაში ვერ აღმოაჩენ. მოკლედ რაც გუნდი ვართ ეგეთი პერსონები გვყავს ყველგან და ყველა სფეროში. პირადული არაფერი ჯანსაღი კრიტიკაა უბრალოდ და გაგებით უნდა მოეკიდო.

სიახლის წაკითხვის დროს ეგ შეცდომები დიდად არ ყვირის,და აზრის გამოტანა შეგვიძლია.თუ მარტოა მითუმეტეს მადლობის მეტი არაფერი  გვეთქმის:) 


3

11 სექტემბერი 2026 14:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 493
9 სექტემბერი 2026 15:32, პუტარეალი says:

საიტს მხოლოდ ერთი მწერალი ყავს ? რა ვერ ისწავლე ბიძია წერა და რით ვერ განვითარდი ამდენხნიანი წერის და მოღვაწეობის შემდეგ. ვერ ნახავ ვერც ერთ სტატიას აქ გამოქვეყნებულს რომელშიც მინიმუმ არა ერთი არამედ ორი შეცდომა არ გქონდეს დაშვებული. ბარსამანიაზე ვკითხულობ ხშირად სტატიებს და მსგავს შეცდომებს ვერც ერთ სტატიაში ვერ აღმოაჩენ. მოკლედ რაც გუნდი ვართ ეგეთი პერსონები გვყავს ყველგან და ყველა სფეროში. პირადული არაფერი ჯანსაღი კრიტიკაა უბრალოდ და გაგებით უნდა მოეკიდო.

მეც მგონია, რომ ერთი თანაც შეუცვლელი ადმინი ყავს, რატომ ეხლა რამდენიმე გვერდს ჩავყევი და საინტერესო თემები ავარჩიე:

„მერენგებმა“ ლა ლიგის პირველი მატჩისთვის მზადება დაასრულეს.მთავარმა მწვრთნელმა სესიაზე სამი კანტერანო იხმო ჩესტეროს, რივასის და ალექსის სირიას სახით. ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაეთმო პრესინგს, სწრაფ თამაშს, ტაქტიკურ მონახაზებს, კარში დარტყმებს და სტანდარტებს.

გუნდი ბაზაზე შეიკრიბა და ჟოზე მოურინიოსგან ახალი დავალებები მიიღო.სესიაზე რამდენიმე კანტერანოც იყო გამოძახებული.მთავარმა მწვრთნელმა მზადების დროს დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, პრესინგს, ტაქტიკურ მონახაზებს და კარში დარტყმებს.ტრავმირებული ფეხბურთელების აღდგენითი პროცესი გრძელდება.

მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის მომდევნო ტურისთვის მზადება დაიწყო.„მერენგების“ მეტოქე „მალაგა“ იქნება, დღეს კი მოურინიომ აღდგენითი სესია ჩაატარა, რომელსაც კანტერანოებიც ესწრებოდნენ.ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, პრესინგს, ტაქტიკურ მონახაზებს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს და შეტევაში სწრაფ გადასვლას.

სამეფო კლუბის ფეხბურთელები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ საწვრთნელ ბაზაზე და მორიგი ვარჯიში გამართეს. გუნდი „მალაგასთან“ შეხვედრისთვის ემზადება.ჟოზე მოურინიომ ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაუთმო პრესინგს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს, კარში დარტყმებს, პრესინგს და ტაქტიკურ მონახაზებს.სესიაზე რამდენიმე კანტერანოც გამოცხადდა, რომლებიც მთავარი გუნდის მოთამაშეებთან ერთად ემზადებოდნენ.ტრავმირებული მოთამაშეების აღდგენითი პროცესი გრძელდება.  

და ასე გრძელდება მთელი სეზონი, მე მგონი დიდი სხვაობა ამ ტექსტებში არ არის, თამაშის შემდეგ კი მოკლე შეტყობინებები დეპეშის სტილში: რეალმა მორიგი დიდებული მატჩი  მოიგო. ან ასე:  რეალმა დრამატულ მატჩში წააგო. და მორჩა. მე ბარსამანიაზე შევდივარ ნიუსებისთვის და იქ ადმინი დაწვრილებით აღწერს თამაშის მიმდინარეობას და ასე შემდეგ. ძალიან გული მწყდება მსოფლიოს საუკეთესო კლუბს მეტი პატივისცემა ეკუთვნის და არა ასეთი დეპეშების წერა ნიუსების სახით.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 9
3 იამალი 8
4 კამელიო 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (142)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)