კურტუა:„მიხარია, როდესაც გუნდს ვეხმარები“

ტიბო კურტუამ „ინტერთან“ დაპირისპირება შეაფასა.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვინერვიულეთ, კარგი შედეგი დავდეთ. მნიშვნელოვანია 3 ქულის მოპოვება, თანაც ისეთ მეტოქესთან, როგორიც „ინტერია“. ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი კონკურენციას ზრდის, ყველა დაპირისპირებაში ბოლომდე უნდა იბრძოლო და ქულების მაქსიმალური რაოდენობა დააგროვო.“

„საერთოდ არ იყო გამორიცხული, ეს მატჩი 4-4 დასრულებულიყო. ყველაფერი არაპროგნოზირებადი გახლდათ. ჩვენ გამოვიყენეთ მილანური გუნდის შეცდომები და 2 გოლი გავიტანეთ, მაგრამ გარკვეულ მომენტებში ისეთი შეტევები ვერ გარდაისახა გოლად, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულებულიყო მეტოქის კარის აღებით.“

„გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია. ის, რაც „ბეტისთან“ შეხვედრაში მოხდა, ყველას შეიძლება დაემართოს. ადგილი ჰქონდა ფატალურ გაუმართლებლობას და მომენტების გამოუყენებლობას, თუმცა ასეთი რამ ხშირად ხდება ხოლმე. მთავარია სტაბილურობა შევინარჩუნოთ.“

„შემდეგი დაპირისპირების ჩატარება „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ მოგვიწევს. გუნდმა უნდა დაისვენოს, ძალები აღიდგინოს და ლა ლიგის მომდევნო ტურს მოწოდების სიმაღლეზე შეხვდეს.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 6
2 კამელიო 5
3 ობამეიანგი 4
4 მბაპე 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2026 (67)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)