ფედე ვალვერდე;„ურთულესი მეტოქე დავამარცხეთ, საკმაოდ დინამიური მატჩი იყო“
ფედერიკო ვალვერდემ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„შესანიშნავად ვითამაშეთ და პირველ ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოვიპოვეთ. ამისთვის დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ტიბო კურტუას, რომელმაც რამდენჯერმე გადაგვარჩინა და სიმშვიდის საშუალება მოგვცა.“
„იყო მომენტები, როდესაც უკან ვიხედვდით და ვცდილობდით, მაქსიმალურად კომფაქტურები ვყოფილიყავით, თუმცა გარკვეულ მომენტებში ძალიან სწრაფ შეტევებს ვანხორციელებდით.“
„მეორე ნახევარში ნამდვილად შეგვეძლო გოლის გატანა, მაგრამ არ გაგვიმართლა და საპასუხოდ, „ინტერის“ გოლი მივიღეთ. ეს ძალიან სამწუხარო იყო, თუმცა კონცენტრაცია სრულფასოვნად შევინარჩუნეთ.“
„მიხარია, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს, ეს ჯილდო ჩემთვის საპატიოა. ბევრი ვიშრომე და მოედნის ყველა წერტილში ვცდილობდი გუნდის დახმარებას.“
„შეხვედრა გარკვეულ მომენტებში ქაოტური იყო, მცველებს ბევრი სირბილი უწევდათ, თუმცა საბოლოო ჯამში გუნდმა დამაკმაყოფილებლად იასპარეზა.“
„როდესაც ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით იწყებ, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში ორმაგად მნიშვნელოვანი იყო 3 ქულის მოპოვება, რადგან ურთულესი მეტოქე დავამარცხეთ.“
- დღეს, 13:28
- 75
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



