ბელინგემი:„ჩვენი სტილი სწრაფ შეტევებსა და პრესინგში მდგომარეობს“
ჯუდ ბელინგემმა „ინტერთან“ დაპირისპირება შეაფასა.
„ინტერი“ საკმაოდ კომპაქტური და სახიფათო გუნდია. იტალიის ჩემპიონებმა ბერნაბეუზე შესანიშნავად ითამაშეს, მაგრამ ჩვენ გამარჯვება დავიმსახურეთ.“
„შეტევებს გარდამავალი ფაზები ჰქონდა. რამდენიმე მომენტში კიდევ შეგვეძლო გოლის გატანა, მაგრამ არ გაგვიმართლა. ფაქტია, რომ დასკვნით ფაზაში მეტი მუშაობა გვმართებს, რათა ეს მომენტები გოლებად ვაქციოთ.“
„ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ყოველთვის არის მომენტები, როდესაც ქარიშხალს უნდა გაუძლო. როდესაც მეტოქემ გოლი გაიტანა, რა თქმა უნდა ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, მაგრამ ჩვენ შევძელით დამაკმაყოფილებელი ანგარიშის შენარჩუნება.“
„ტიბო კურტუა ფანტასტიკური ფეხბურთელია, მისგან ყოველთვის ბევრს ველით, მაგრამ არის მომენტები, როდესაც ყველას აკვირვებს.“
„მეგონა, რომ მეტოქის კარს ავიღებდი, მაგრამ „ინტერის“ მეკარემ საოცარი შთაბეჭდილება დატოვა. არ ვიცი, როგორ დაიწყო მოძრაობა მან, მაგრამ ფაქტია, რომ უმაღლეს კლასს აჩვენებს.“
„ზუსტად ვხვდებით, როგორ სურს ჟოზე მოურინიოს გუნდის შენება. ჩვენი სტილი დაფუძნებულია სწრაფ შეტევებზე, კონკრეტული შედეგების მიღებაზე, მაღალ პრესინგსა და ინტენსივობაზე. სწორედ ეს არის ჩვენი სტილი.“
- დღეს, 13:27
- 34
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



