ჰაუსენი:„3 ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იყო“
დინ ჰაუსენმა „ინტერთან“ დაპირისპირების წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ინტერი“ შესანიშნავი გუნდია, რომელიც ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2-ჯერ გავიდა. ჯგუფურ ეტაპზე „რეალის“ მეტოქეებს შორის მილანური გრანდი ერთ-ერთი ყველაზე რთული ბარიერი იყო. მივიჩნევ, რომ 3 ქულის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა ფეხბურთელი ბედნიერია.“
„ჟოზე მოურინიო ყოველთვის მამხნევებს და ცდილობს, საუკეთესო თვისებების წარმოჩინებაზე დამეხმაროს.“
„ჯერ მხოლოდ 5 თამაში ჩავატარეთ, ეს მხოლოდ სეზონის სტარტია და დარწმუნებული ვარ, გუნდი კიდევ მოუმატებს.“
„გოლების გატანა შემთხვევით შექმნილი მომენტებიდან შევძელით, სხვა შემთხვევაში კი დამატებით უამრავი კარგი მომენტი გვქონდა, რომელიც გოლად არ გარდაისახა, თუმცა შეგვეძლო, რომ გაგვეტანა.“
„მატჩის ბოლოს არსებული ინტრიგა 3:0-ის შემთხვევაში ნამდვილად აღარ იქნებოდა.“
„მბაპე? არ მე არ ვაფასებ ოქროს ბურთის პოტენციურ მფლობელებს. მივიჩნევ, რომ ფრანგი საოცარ ფიზიკურ კონდიციაში, არაერთი გოლი გაიტანა, როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგასა და მუნდიალზე. კილიანი ყველგან ბომბარდირი იყო.“
„ჟოზე ყველა ფეხბურთელისგან მოითხოვს კონკურენტუნარიანობას. მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეებმა გაითავისონ საკუთარი შესაძლებლობები. ჩვენ არ გვიყვარს ბურთის ფუჭად გორაობა, თითოეულ მომენტში ვიბრძით წინსვლისთვის და კოლექტიური წარმატებისთვის.“
- დღეს, 13:04
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



