ლაუტარო:„„რეალი“ წარმოუდგენლად ნიჭიერი ფეხბურთელების გუნდია“

ლაუტარო მარტინესმა მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„მადრიდის „რეალი“ დიდი ისტორიის და წარმოუდგენლად ნიჭიერი ფეხბურთელების გუნდია. რა თქმა უნდა, ვითავისებთ რამდენად რთული მატჩი გველის, მაგრამ გვსურს, რომ ნავსი გავტეხოთ და სანტიაგო ბერნაბეუზე გავიმარჯვოთ.“

„ამ არენაზე არასდროს მომიგია, თუმცა ბევრჯერ მითამაშია. ვიმედოვნებ, მომდევნო საღამოს „ინტერის“ იქნება და არა სამეფო კლუბის.“

„კივუსგან კონკრეტული დავალებები მივიღეთ, მაქსიმუმი გავიღეთ იმისთვის, რომ აქ ოპტიმალურ ფორმაში ჩამოვსულიყავით და მჯერა, რომ 3 ქულის მოპოვება სავსებით შესაძლებელია.“

„„რეალში“ არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელი მივიდა, ისინი ადაპტაციის პროცესში არიან.“

„დუმფრისი? დენზელი ჩვენი თანაგუნდელი იყო, ახალ ასპარეზზე კი წარმატებებს ვუსურვებ.“

„კილიან მბაპე უდავოდ ძალიან დიდ ყურადღებას იმსახურებს, მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია აჩქარება, მეტოქის ფეხბურთელის მოტყუება და გოლის გატანა. ციფრები, რომელსაც ფრანგი წინახაზელი აფიქსირებს, ყველაფრის დასტურია.“

„ჩვენ ვიზრდებით როგორც გუნდი და გვჯერა წარმატების, დანარჩენს კი ბერნაბეუზე ვიხილავთ.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 6
2 კამელიო 5
3 ობამეიანგი 4
4 მბაპე 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2026 (54)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)