კივუ:,,ჟოზე რეალს სხვა განზომილებაში გადაიყვანს"
მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან კივუმ „რეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„მადრიდის „რეალთან“ თამაში არცერთი გუნდისთვის არ არის მარტივი. „ინტერს“ აქ 60 წელია არ მოუგია, რაც ყველაფერზე მეტყველებს. ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად საოცარი ფეხბურთის ჩვენება და კონკრეტულ მომენტში გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლიათ.“
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რითიც აქ ჩამოვედით, მაგრამ მწვანე მინდორზე რა მოხდება არავინ იცის. ჩემი თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯება და ეცდება სამშობლოში 3 ქულით დაბრუნდეს.“
„ბერნაბეუ ძალიან ლამაზი სტადიონია, ასე იყო ადრეც და ასეა ახლაც. „რეალი“ დიდ ისტორიას ატარებს, ამ არენას კი არაერთი ლამაზი და დრამატული საღამო ახსოვს.“
„ჟოზე მოურინიო ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანია, მან ყველაზე დიდი დახმარება გამიწია მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა. პორტუგალიელის მიდგომები, ხედვები და მოტივაცია ყოველთვის განსაკუთრებული იყო. დარწმუნებული ვარ, „მერენგებს“ პორტუგალიელთან ერთად წარმატებული სეზონი ექნებათ.“
„„რეალის“ სტარტი? მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდმა „ბეტისთან“ წააგო, ჟოზემ გუნდს საკუთარი ხელი უკვე დაატყო. „რეალს“ უყვარს შეტევაში სწრაფი გადასვლა, არასდროს ფლობს ბურთს დიდხანს და უაზროდ. მოურინიოს არაერთი ახალი ფეხბურთელი ჰყავს. ბუნებრივია, საჭიროა გონივრული დრო იმისთვის, რომ რესურსის ათვისება სრულფასოვნად მოხდეს.“
- დღეს, 12:42
- 55
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



