მბაპე:„ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი ოცნებაა და ამას „რეალში“ გავაკეთებ“

კილიან მბაპემ „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის განსაკუთრებულია. ფეხბურთელებს განსაკუთრებული მოტივაცია და ენთუზიაზმი აქვთ. გვინდა, რომ გავიმარჯვოთ და მე-16 თასი მოვიგოთ. პირადად ჩემი ოცნებაა ევროსარბიელზე წარმატების მიღწევა და ამისთვის ყველაფერს ვიღონებ.“

„მილანის „ინტერი“ საკმაოდ კარგი და გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. დარწმუნებული ვარ, იოლი მატჩი არ გველის, მაგრამ ბერნაბეუზე ვთამაშობთ და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. პირველ ტურში 3 ქულის მოპოვება მნიშვნელოვანი იქნება.“

„ ჩვენ არ შეგვიძლია ხალხის აზრის კონტროლი, ჩვენ შეგვიძლია საკუთარი კონდიციის კონტროლი, ბევრი შრომა და გუნდური სულისკვეთების გაზიარება.“

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ მე და ვინისიუსი ერთად ვერ ვთამაშობთ, ძალიან ცხდება. ვფიქრობ, მილიონობით ადამიანში არც ისე ბევრი მოიძებნება, ვინც ამას შესაბამის არგუმენტაციას დაურთავს თან. ბრაზილიელი ძალიან კომფორტული პარტნიორია, ფლობს საოცარ ტექნიკას და სისწრაფეს. შეუძლებელია ვინის დონის თანაგუნდელთან ერთად თამაში გიჭირდეს.“

„ერთადერთი, რაზეც ახლა ვფიქრობ მომავალია და არ მაინტერესებს გასული 2 სეზონი. ყველა ტურნირის მოგებაზე გვაქვს პრეტენზია, ამისთვის კი ყოველდღიური აქტიური ცხოვრებაა საჭირო. თითოეული ფეხბურთელი იაზრებს პასუხისმგებლობას და ვალდებულებებს.“

„ოქროს ბურთი? როდესაც მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ხარ, ყოველთვის ასოცირდები ინდივიდუალური ჯილდოების მოგებასთან. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ეფექტური სეზონი მქონდა, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, შევძლებ თუ არა ოქროს ბურთის მიღებას. ყველა ადამიანს საკუთარი აზრი აქვს, რომელიც პატივისცემას იმსახურებს. სიმართლე გითხრათ, ახლა ყველაზე დიდ პრიორიტეტს კოლექტიურ ჯილდოებს ვანიჭებ.“

„დაცვითი კომპონენტის გაუმჯობესება? დიახ, ეს ნამდვილად არის კომპონენტი, რომელზეც მუშაობაც მმართებს. არასდროს ვამბობ უარს უკეთესობაზე, ყოველთვის ვუსმენ სამწვრთნელო შტაბს და ვცდილობ უკეთესი ვიყო.“

„ის, რაც „ბეტისთან“ დაპირისპირება მოხდა, ფატალური გაუმართლებლობის ბრალია. პირადად მე მინიმუმ 5-ჯერ შემეძლო მეტოქის კარის აღება. ძალიან ბევრი შეტევა ვერ დაგვირგვინდა გოლით.“

„გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი? ეს პირადად ჩემი პასუხისმგელობა იყო. ძალიან ვნანობ, რომ ცუდად დავარტყი, თუმცა მსგავსი რამ ფეხბურთში ხშირად ხდება ხოლმე.“

„ვარ თუ არა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? ეს ჩემი შესაფასებელი არ არის, ამისთვის ყოველდღიურად ვშრომობ და ყველაფერს ვაკეთებ.“

„ჟოზე მოურინიო? ეს არის ადამიანი, რომელმაც კარგად იცის გამარჯვება, ფეხბურთელების მოტივირება, მუხტის მიცემა და შრომისმოყვარეობა. დარწმუნებული ვარ, პორტუგალიელი სპეციალისტის ეპოქა სამეფო კლუბში წარმატებული იქნება.“

„გუნდის გასახდელში ძალიან მშვიდი, ერთიანი და მეგობრული სიტუაციაა. ჩემი აზრით, ამ მხრივ კოლექტივს არანაირი პრობლემა არ აქვს.“

„მოურინიომ თქვა, რომ ურჩევნია 40 გოლი გავიტანო და მოვიგო ტიტული, ვიდრე 60 გოლი და ვერაფერი? ლოგიკურია, გოლები იმისთვის გადის, რომ თამაშები მოიგო, რაც ჯამში ტურნირების მოგების შესაძლებლობას იძლევა. მე ვისურვებდი, რომ გავიტანო 60-ზე მეტი და მოვიგო ყველა ტურნირი, თუმცა თუ არჩევანზეა საქმე, ნაკლები გოლი და მეტი ტიტული მირჩევნია.“

„საფრანგეთის ნაკრები და „რეალი“? ორივე მიმართულებით საჭირო მოთამაშე ვარ, თუმცა იქ კაპიტნის სამკლაურს ვფლობ და მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს, „რეალში“ კი 2 წლის წინ მოვედი. ჩემთვის ორივე მიმართულებით თამაში ძალიან სასიამოვნო და კომფორტულია. როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე ნებისმიერი ტიტულისთვის ბრძოლა შემიძლია და ეს მაბედნიერებს.“

„თითოეულ ვარჯიშზე ყველას ვაჩვენებ, რომ ჩემს მოტივაციას საზღვარი არ აქვს. ბოლომდე ვიხარჯები და ვცდილობ, თანაგუნდელებისთვის ნაყოფიერი ფიგურა ვიყო.“

  • Madridista
  • 7 სექტემბერი 2026
  • 1 240
  • 6

1

7 სექტემბერი 2026 15:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 046

ბრავო ბრავო მწერლებს. ძალიან სწრაფად და ხარისხიანად მოდის ინფორმაციები მატჩის წინ.


მბაპეს რაც შეეხება. ხვალ ინდივიდუალურად ბევრი შრომა მოუწევს, ნახევარდაცვა არ არის ფაქტიურად


2

7 სექტემბერი 2026 23:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 43

ადმინ რაიყო შენ მაინც მიეცი ოქროს ბურთი :D:D წაშალე მალევე ოღონდ :DD მალე მალე : D 


3

8 სექტემბერი 2026 07:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 45

გინდა უნდა გერგებოდეს


4

8 სექტემბერი 2026 11:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 97

ამას თუარ ერგება აბა ვის ერგება ნაბიჭვარ იამალს ?


5

8 სექტემბერი 2026 12:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 93
8 სექტემბერი 2026 11:45, cristiano says:

ამას თუარ ერგება აბა ვის ერგება ნაბიჭვარ იამალს ?

kvaracxelias da mere amas


6

8 სექტემბერი 2026 13:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 440
8 სექტემბერი 2026 11:45, cristiano says:

ამას თუარ ერგება აბა ვის ერგება ნაბიჭვარ იამალს ?

ხვიჩა კეინი და მერე სხვა დანარჩემები.რაში უნდა მისცენ ამას?გოლები წყვეტდა როცა მესი რონალდო იყვნენ მაშინ ახალ რა განსაკუთრებული შემოგვთავაზა მბაპემ რო ოქროს ბურთი ერგებიდეს?დემბელეს სეზონი ჯობია როცა ბალონი მოიგო კილიანის სეზონს.

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 9
3 იამალი 8
4 კამელიო 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (142)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)