მოურინიო:„ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულია საჭირო“
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი დაპირისპირების წინ ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა.
„რა თქმა უნდა ურთულესი მატჩი გველის გუნდთან, რომელიც დიდ გამოცდილებას ფლობს. მე მინდა კარგი თამაში და გამარჯვება. დიახ, ჩვენ კარგად „ბეტისთანაც“ ვითამაშეთ, მაგრამ დავმარცხდით, რაც კიდევ ერთხელ არის დასტური იმისა, რომ მხოლოდ კარგი თამაში საკმარისი ხანდახან არ არის.“
„„რეალის“ უმთავრესი მიზანი ჩემპიონთა ლიგის გახსნითი მატჩის მოგება და აქტივში 3 ქულის ჩაწერა იქნება.“
„ჩვენ გავაანალიზეთ ყველა შეცდომა, რაც სევილიაში დავუშვით, მაგრამ ისიც კარგად გავითავისეთ, რომ ბევრი რამ ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. გუნდი შაბათს გადაღლილი იყო, სესიები კი კვირიდან განვაახლეთ და მოთამაშეებს განტვირთვის საშუალება მივეცით.“
„ბერნაბეუზე თამაში ყოველთვის უფრო მარტივია. განსაკუთრებით ამის თქმა ჩემპიონთა ლიგის საღამოებზე შეიძლება, თუმცა ამასთანავე გვაქვს დიდი პასუხისმგელობაც.“
„ნახევარდაცვის ხაზში ბევრი მოთამაშე გვაკლია, ამიტომ იდეალური გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. სამწუხაროდ, ერთბაშად რამდენიმე მოთამაშეს აქვს დისკვალიფიკაცია.“
„ტრენტი ნახევარდაცვაში? ტაქტიკურ მონახაზებზე სასაუბროდ აქ არ მოვსულვარ. ჩვენ გვაქვს 4 ან 5 ვერსია, რომლიდანაც საუკეთესოს ავირჩევთ.“
„ჩემი ოცნება მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთო, თუმცა როგორც გითხარით, საჭიროა ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული და თითოეულ ეტაპზე უდიდესი ყურადღების გამახვილება.“
„ვიცნობთ „ინტერს“ და ამ გუნდის შესაძლებლობებს. ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ და როგორ ავითვისოთ რესურსი სრულად, თუმცა ეს მხოლოდ თეორიაა. მთავარი ის არის, თითოეულმა ფეხბურთელმა გაითავისოს საკუთარი ფუნქცია და საუკეთესო ვერსია შემოგვთავაზოს.“
„მსიამოვნებს კივუს მიღწევების ყურება, მასთან ვმუშაობდი და ვიცი, რამდენად ჭკვიანი ფიგურაა.“
„მილანურ კლუბთან დიდი ისტორია მაკავშირებს. რა თქმა უნდა პატივს ვცემ ისტორიას, მოგონებებს, წარსულში განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ ახლა „რეალის“ მწვრთნელი ვარ და ვალდებული ვარ, ამ კლუბისთვის ყველაფერი გავიღო.“
„ჩვენ წავაგეთ „ბეტისთან“ იმიტომ, რომ ამდენი მომენტი არ გარდაიქმნა გოლად. გადამწყვეტ მომენტებში არ გვიმართლებდა, ასევე ვერ გავიტანეთ პენალტი. ასევე არავინ იცის, რატომ არ შესრულდა ეს თერთმეტმეტრიანი კიდევ ერთხელ. VAR-ის წესები კვლავ ბუნდოვანია, ზუსტად ანალოგიურ სიტუაციებში ბევრჯერ გამეორებულა პენალტი, ბევრჯერ არა. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და მივიჩნევ, რომ ახლა აზრიც არ აქვს. ჩემი მოწოდება ყველას მიმართ წინ ყურებაა, ამის გარეშე ფონს ვერ გავალთ.“
„ენდრიკი? მიხარია, რომ ბრაზილიელი დაბრუნდა. მას მოედანზე 5-10 წუთის გატარება შეუძლია, თუმცა ეტაპობრივად სათამაშო დრო გაეზრდება. სამხრეთ-ამერიკელმა სრული დატვირთვით ვარჯიში გუშინ დაიწყო.“
- დღეს, 15:04
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



