დიომანდე სასტარტოში განიხილება
მადრიდის „რეალის“ ახალწვეული, იან დიომანდე მილანის „ინტერთან“ დაპირისპირებაში სასტარტო შემადგენლობაში განიხილება.
ჟოზე მოურინიო აპირებს, რომ წინახაზელს შანსი მისცეს და მატჩი პირველივე წუთებიდან დააწყებინოს.
ამას ემატება არაერთი ნახევარმცველის დანაკლისის ფაქტორი, შესაბამისად, ჟოზე იძულებული ხდება, 3 ნახევარმცველით ითამაშოს და 4-4-2 სქემაზე უარი თქვას.
შეგახსენებთ, „ინტერს“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ ბერნარდულ სილვა, არდა გიულერი და ედუარდო კამავინგა. ასევე, 99%-ით გამორიცხულია ორელიან ჩუამენის თამაშიც.
მოურინიო აპირებს, რომ მოედნის ცენტრში ფედე ვალვერდე, ჯუდ ბელინგემი და ბრაჰიმ დიასი, ან ტრენტ ალექსანდერ არნოლდი გამოიყენოს.
ამ შემთხვევაში, ჯუდ ბელინგემს აუცილებლად მოუწევს პოზიციის მცირედით კორექტირება და მოედნის ცენტრისკენ დაწევა.
- დღეს, 12:15
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




