სერხიო მარტინესი ბრწყინვალეა
ახალწვეული კანტერანო, სერხიო მარტინესი, რომელიც მადრიდის „რეალის“ მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს, კასტილიას დაპირისპირებაშიც გამორჩეული იყო.
მარტინესი ყველას ერთი თავით აღემატებოდა. მისი მანევრირება, პასის კულტურა და ჭკვიანური გადაცემები, ყველას თვალში მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ კანტერანოების დაპირისპირებას ჟოზე მოურინიოც დაესწრო, მან ასევე მოითხოვა დეტალური განხილვა, რომელიც სერხიოს თამაშს უკავშირდებოდა.
მადრიდში მიაჩნიათ, რომ ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესის მიუხედავად, ახალგაზრდა ნახევარმცველი ბრწყინვალეა და მას დიდი მომავალი აქვს.
მოურინიო უახლოეს კვირებში, მარტინესისთვის სათამაშო დროის მიცემას გეგმავს და მის შესაძლებლობებში დარწმუნებულია.
- დღეს, 12:11
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



