ვალდანო:„„რეალს“ „ბარსელონასთან“ სერიოზული ბრძოლა მოუწევს“

ხორხე ვალდანომ ლა ლიგაში არსებულ კონკურენციაზე ისაუბრა.

„მე მივიჩნევ, რომ წლევანდელი „რეალი“ გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე შარშანდელი, ან შარშანწინდელი, მაგრამ იგივეს თქმა შემიძლია კატალონიის „ბარსელონაზეც.“ ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ, „ბლანკოსს“ „ბარსელონასთან“ ძალიან სერიოზული ბრძოლა მოუწევს.“

„ჰანსი ფლიკის გუნდმა ყველას აჩვენა, რომ საოცარ ფორმაშია და გაძლიერება, რომელიც გუნდმა მიიღო, სრულფასოვნად არის ათვისებული.“

„ფაქტია, რომ როდრი ნახევარდაცვაში ეტაპობრივად მოირგებს ლიდერის სტატუსს, რაფინია შესანიშნავია, ასევე ბრწყინვალედ თამაშობენ ფლანგის მცველები და კატალონიურ გრანდს აქვს გააზრებული ფეხბურთის ჩვენების უნარი.“

„ეჭვი არ მეპარება, ჟოზე მოურინიო სტაბილურ სერიას გამოაცხობს და ეცდება, ლა ლიგაში ქულების მინიმუმი დაკარგოს, მაგრამ ამ შემთხვევაში „ბარსელონას“ წაბორძიკებებზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 6
2 კამელიო 5
3 ობამეიანგი 4
4 მბაპე 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2026 (46)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)