ენრიკე რიკელმე 2027 წლიდან გააქტიურდება
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი მომდევნო 4 წლის განმავლობაში ფლორენტინო პერესი იქნება, თუმცა მისი ყოფილი კონკურენტი, ენრიკე რიკელმე უკვე იწყებს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე ფიქრს.
2030 წელს ფლორენტინოს ასაკის გამოც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული დაბრკოლებები, ენრიკე კი მიიჩნევს, რომ 2 კვირიანი საარჩევნო კამპანიის წარმოების ფონზე, მის მიერ მიღებული 35% იმედისმომცემია.
მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გააქტიურებას 2027 წლიდან გეგმავს.
რიკელმე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2030 წელს „ბლანკოსი“ გადაიბაროს და საკუთარი იდეების განხორციელება შეძლოს.
რიკელმეს აზრით, ჯერ კიდევ არ არის გვიანი, თუმცა ყველა წელი, რომელიც მის გარეშე გადის, „ბლანკოსისთვის“ დაკარგულია.
ენრიკე ხელახლა გააცოცხლებს ვალდებებასის მოდერნიზების, სხვადასხვა სისტემის გაციფრულებისა და ფინანსური მოდელის გარდაქმნის იდეას.
- დღეს, 14:22
- 75
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




