ფრან გარსია:„გასულ სეზონში „რეალში“ სერიოზული არეულობა იყო“

ფრან გარსიამ „რეალთან“ მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ჩემთვის „რეალთან“ დაპირისპირება განსაკუთრებულ ემოციებთან იქნება დაკავშირებული, ვინაიდან ეს კლუბი მიყვარს, თუმცა წასვლით სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ვინაიდან ჩემი შანსი ფაქტობრივად ნულოვანი ხდებოდა.“

„გასულ ზაფხულს გუნდმა ალვარო კარერასი დაიმატა, ამ ზაფხულს კი მარკ კუკურეია. ასევე გუნდში ირიცხება ფერლან მენდი. მივხვდი, დაცვის მარცხენა ფლანგზე 4 მოთამაშე ვიქნებოდით, რაც ჩემი კარიერისთვის სახარბიელო ნამდვილად ვერ აღმოჩნდებოდა.“

„გასულ სეზონში არაერთ მნიშვნელოვან მატჩში მივიღე მონაწილეობა, მაგრამ ახლა უკვე სხვა მოცემულობაა.“

„ჟოზე მოურინიო  „რეალისთვის“ იდეალური მწვრთნელია. დარწმუნებული ვარ, ის გასახდელში სრულფასოვან იდილიას ჩამოაყალიბებს.“

„შარშან გუნდში არაერთი პრობლემა იყო, რაც დაუყოვნებლივ მოგვარებას საჭიროებდა. გამეხარდება, თუ ჟოზეს „რეალი“ უფრო ერთიანი, გამარჯვების სულისკვეთებით სავსე და შედეგზე ორიენტირებული იქნება.“

„ვეცდები, საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშო და მადრიდელებს ქულები წავართვ,ა ვინაიდან ახლა სხვა ბანაკში ვარ.“

  • Madridista
  • 4 სექტემბერი 2026
  • 708
  • 3

1

4 სექტემბერი 2026 13:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 041

არ დადგა ამისგან რეალის დონის ფეხბურთელი. ძაან სწორხაზოვანია, თორე ფიზიკა კარგი ქონდა და ბრძოლისუნარიანიც იყო.


2

4 სექტემბერი 2026 16:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 43
4 სექტემბერი 2026 13:23, Batumski says:

არ დადგა ამისგან რეალის დონის ფეხბურთელი. ძაან სწორხაზოვანია, თორე ფიზიკა კარგი ქონდა და ბრძოლისუნარიანიც იყო.

არადა რაიოში ისეთი სეზონი ჰქონდა რო დიდი მოლოდინები მქონდა


3

4 სექტემბერი 2026 16:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 476

რეალშიც ბანძი იყავი და ბეტისში კიდევ არავის მოუღუნო.)))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 9
3 იამალი 8
4 კამელიო 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (119)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)