ანჩელოტი:„„რეალი“ ჩემი კლუბია“

კარლო ანჩელოტიმ „რეალის“ საწვრთნელ ბაზაზე ვიზიტის შემდეგ ინტერვიუ ჩაწერა.

„„რეალი“ ჩემი კლუბია, აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ძალიან მიყვარს ბაზა, აქაური გარემო და ადამიანები, რომელიც ყოველდღიურად მუშაობენ.“

„,ეპოქა, რომელიც სამეფო კლუბში მქონდა დაუვიწყარი და ძალიან ბედნიერია. მიხარია, რომ მადრიდისტა ვარ. მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, მთავარი გულშემატკივრის როლი მოვირგე. ხშირად ვუყურებ „მერენგების“ მატჩებს.“

„ჟოზე მოურინიო უმაღლესი დონის მწვრთნელია და დარწმუნებული ვარ, ფანტასტიკურ შედეგებს დადებს. მან უნდა ისიამოვნოს ამ დროით, რომელსაც სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგში ატარებს.“

„ჩვენ ყოველთვის ვცვლიდით იდეებს, ყოველთვის საოცარი ურთიერთობა გვქონდა და დღევანდელი შეხვედრაც არ არის გამონაკლისი.“

„მინდა, რომ სეზონის ბოლოს ტიტულებით დახუნძლული „ბლანკოსი“ ვიხილო. მე ვრჩები დიდ გულშემატკივრად და პირობას გაძლევთ, რომ ახალ სეზონში არაერთ მატჩში დავუჭერ მხარს სამეფო კლუბს.“

  • Madridista
  • 4 სექტემბერი 2026
  • 829
  • 3

1

4 სექტემბერი 2026 13:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 041

ანჩე ძალიან უყვარს ყველას და მეც მათ შორის, მაგრამ ბოლო სეზონი რაც მაგას ქონდა, აი კატასტროფული იყო. გუნდმა ელფერიც დაკარგა, მიდგომებშიც პრობლემები იყო და ასე შემდეგ.

კროოსის წასვლიდან პირველი წელი იყო და ეგ სრული ქაოსი შეიქმნა.


2

4 სექტემბერი 2026 14:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 293
4 სექტემბერი 2026 13:12, Batumski says:

ანჩე ძალიან უყვარს ყველას და მეც მათ შორის, მაგრამ ბოლო სეზონი რაც მაგას ქონდა, აი კატასტროფული იყო. გუნდმა ელფერიც დაკარგა, მიდგომებშიც პრობლემები იყო და ასე შემდეგ.

კროოსის წასვლიდან პირველი წელი იყო და ეგ სრული ქაოსი შეიქმნა.

არ დაგვავიწყდეს ვალვერდეს და ჩუამენის ათამაშებდა დაცვაში იმ წელს   მცველის გარეშე უწევდა გუნდს თამაში


3

4 სექტემბერი 2026 14:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 781

ნოემბერში კარვახალის ტრამვამ სრულიად მოშალა რეალის ისედაც მოშლილი დაცვა(მილიტაოს და ალაბასაც ტრამვები ჰქონდათ) ამას დაემატა ვასქესის ალბათ თავის ისტორიაში ყველაზე საშინელი სეზონი, მთელი ზამთრის ფანჯარა იხვეწებოდა კარლო ერთი მარჯვენა მცველი მომიყვანეთო, პერესმა კიდევ ყურიც არ შეიბერტყა და ფაქტიურად კარლოც გაწირა კრახისთვის და გუნდიც. არა და 7 ქულიანი ჩამორჩენა ამოვქაჩეთ ბარსასთან და პლიუს 9 ქულით გავიქეცით წინ, მაგრამ მეორე წრეში უკვე ფიზიკურად რესურსი აღარ გვეყო.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 9
3 იამალი 8
4 კამელიო 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (119)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)