ვინ არის ახალი კანტერანო სერხიო მარტინესი?
ჟოზე მოურინიოს „რეალში“ მოღვაწეობა ყოველთვის ასოცირდებოდა ტაქტიკურ დისციპლინასთან, სწრაფ შეტევებთან და ფიზიკურად ძლიერ მოთამაშეებთან, თუმცა პორტუგალიელი სპეციალისტი არასდროს ამბობდა უარს მაღალი საფეხბურთო ინტელექტის მქონე ტალანტებზე. სანტიაგო ბერნაბეუზე სერხიო მარტინესის გამოჩენამ მადრიდული გრანდის მომავალს სრულიად ახალი პერსპექტივა შესძინა. მიუხედავად იმისა, რომ ახალწვეული ოფიციალურად „კასტილიაშია“ რეგისტრირებული, მისი ყოველდღიური სავარჯიშო პროცესი პირველ გუნდთან ერთად მიმდინარეობს, რაც მკაფიო სიგნალია იმისა, რომ მოურინიო მასთან დაკავშირებით სერიოზულ გეგმებს ამუშავებს და ოფიციალურ დებიუტამდე სულ ცოტა დრო რჩება.
სპორტული თვალსაზრისით, სერხიო მარტინესი კლასიკური თანამედროვე ნახევარმცველია, რომელიც მოედანზე საოცარი სიმშვიდითა და სივრცის აღქმის იშვიათი უნარით გამოირჩევა. მისი მთავარი ღირსება საფეხბურთო ინტელექტია. მარტინესმა ბურთის მიღებამდე ზუსტად იცის, თუ როგორ განავითაროს შეტევა. მოედნის ხედვა მას საშუალებას აძლევს, ერთი შეხებით გვერდი აუაროს მეტოქის პრესინგს და გუნდს ტემპის კარნახის საშუალება მისცეს. ეს არის ფეხბურთელი, რომელიც თამაშს არ აჩქარებს უაზროდ, არამედ აკონტროლებს მას საკუთარი რიტმის მიხედვით.
ცალკე აღნიშვნის ღირსია მარტინესის პასის კულტურა, რაც მსოფლიო სპორტულ პრესაში მისი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ახალგაზრდა ესპანელს შეუძლია როგორც მოკლე, მოზომილი გადაცემებით თამაშის დამშვიდება, ისე 40-50 მეტრიანი დიაგონალებით შეტევის მიმართულების მყისიერი შეცვლა. მისი პასები გამოირჩევა იდეალური ტრაექტორიითა და სიზუსტით, რაც „რეალის“ სწრაფ ფლანგელებს სივრცეების ათვისებაში მაქსიმალურად დდაეხმარება. პრესინგის ქვეშ მუშაობისას მისი ცივსისხლიანობა გუნდს საშუალებას აძლევს, დაცვიდან შეტევაში სუფთად და უშეცდომოდ გადავიდეს.
გარდა ტექნიკური არსენალისა, სერხიოს ტაქტიკური მოქნილობა მოურინიოს სათამაშო სქემისთვის იდეალურ კომპონენტს წარმოადგენს. მას თანაბრად ეფექტურად შეუძლია ითამაშოს როგორც სიღრმიდან გამთამაშებლის პოზიციაზე, ისე შეტევის დამაკავშირებელ „რვიანად“. მარტინესი ბრწყინვალედ კითხულობს მეტოქის ჩანაფიქრს, ინტუიციურად ირჩევს პოზიციას უბურთოდ თამაშისას და ხშირად ჭრის მეტოქის სახიფათო გადაცემებს, რაც მის ფაზურ დაცვით ფუნქციებსაც უსვამს ხაზს.
საინტერესოა მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგრადობაც. საერთაშორისო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, მარტინესი არ უფრთხის ორთაბრძოლებს და მოედანზე ლიდერის თვისებებს ავლენს. იგი მუდმივად ითხოვს ბურთს ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, რაც მოურინიოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმია. პორტუგალიელი მწვრთნელი ყოველთვის აფასებდა მოთამაშეებს, რომლებსაც წნეხის ქვეშ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება შეუძლიათ.
ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ სერხიოს მიმართ ინტერესს არაერთი ესპანური და არაესპანური კლუბი იჩენდა, ვინაიდან მასში პერსპექტივა ბევრმა სკაუტმა დაინახა, თუმცა საბოლოო ჯამში პერესმა ყველას დაასწრო და ახალგაზრდა მოთამაშე მადრიდისტა გახადა.
საბოლოო ჯამში, მარტინესის „კასტილიაში“ რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალური, სტრატეგიული ნაბიჯია, რათა ფეხბურთელმა სათამაშო პრაქტიკა არ დაკარგოს, სანამ პირველ გუნდში საბოლოოდ დამკვიდრდება. მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიში მას საშუალებას აძლევს, ადაპტაცია გაიაროს მსოფლიო დონის ვარსკვლავების გვერდით და აითვისოს მოურინიოს ტაქტიკური მოთხოვნები. ვარჯიშებზე მისი პროგრესი ადასტურებს, რომ იგი მზადაა უმაღლესი დონის გამოწვევებისთვის.
ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სერხიო მარტინესის ოფიციალური დებიუტი პირველ გუნდში მხოლოდ დროის საკითხია. მოურინიო მას ეტაპობრივად ჩართავს როტაციაში და მისცემს იმ სათამაშო დროს, რომელსაც ესპანელი ტალანტი თავისი შრომითა და ინტელექტუალური თამაშით ნამდვილად იმსახურებს. მადრიდელ გულშემატკივრებს კი აქვთ ყველა საფუძველი ირწმუნონ, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე ახალი, უმაღლესი კლასის ნახევარმცველის ერა დიწყება.
ამ სეზონში მარტინესის ადაპტაციაზე ძალიან დიდი აქცენტი გაკეთდება. მადრიდში სურთ, რომ ახალგაზრდა მოთამაშისთვის „ბლანკოსი“ ძალიან კომფორტული ნავსაყუდელი გახდეს.
- დღეს, 11:28
- 168
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




