მოურინიო:„„ბეტისთან“ ურთულესი გამოცდა უნდა ჩავაბაროთ“
ჟოზე მოურინიომ „ბეტისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ძალიან რთული მატჩი გველის. ამაში დარწმუნებული ვარ, ვინაიდან „ბენიტო ვილამარინზე“ ასპარეზობა არასდროს არის მარტივი. ფეხბურთელებმა ძალიან უნდა მოინდომონ, ყველა მომენტში ბოლომდე იბრძოლონ და გამარჯვებაზე იფიქრონ.“
„მესი? რთულია იპოვო სიტყვები და აღწერო ამ ფეხბურთელის შესაძლებლობები. მე მის თამაშებს ამერიკაშიც ვუყურებდი. ლეო ძალიან დიდი ფიგურაა.“
„ტიაგო პიტარჩი მთავარი გუნდის ფეხბურთელია, ის ეფექტურად ვარჯიშობს და მიმაჩნია, რომ პროგრესი შეუძლია.“
„აკადემია? ვფიქრობ, კანტერანოებში ძალიან დიდი პოტენციალი დევს. ახალგაზრდა მოთამაშეებმა ბევრი უნდა ივარჯიშონ. სეზონი გრძელია და არავინ იცის, კონკრეტულ მომენტი ვის შეიძლება მიეცეს შანსი.“
„ფაქტია, რომ ამ ზაფხულს „ბლანკოსმა“ არაერთი კასტილიელი გაასხვისა და საკმაოდ დიდი თანხა გამოიმუშავ,ა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩემს მიერ თქმულ მოსაზრებას მოთამაშეთა ხარისხის შესახებ.“
„მიხარია, რომ გუნდს არაერთი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების 50% აქვს დატოვებული და საჭიროების შემთხვევაში, მათ დაბრუნებას შევძლებთ.“
„სერხიო მარტინესი? „ბეტისთან“ მატჩში ის გამოვიძახე. ვფიქრობ, ახალგაზრდა ფეხბურთელი დიდ პროგრესს აჩვენებს, ის ნამდვილად კარგი ტალანტია.“
„რაულ ასენსიო? მე მასთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. სკანდალები არც მას სჭირდება და არც კლუბს. კანტერანო ითავისებს, რომ მისი იმიჯის დაზიანება კლუბის იმიჯსაც აზიანებს.“
„ხულიან ალვარესი? არ ვიცი, ვისთვის არის კარგი, რაც მოხდა. მადრიდის „რეალის“ მცდელობები? ეს უკვე წარსულს ჩაბარდა. მე კმაყოფილი ვარ ტრანსფერებით, რომელიც ფლორენტინო პერესმა განახორციელა. გუნდში ყველა რგოლი გაძლიერდა.“
„დანი სებალიოსი ჩემს გეგმებში არ შედიოდა და ამის შესახებ ვუთხარი კიდეც. ესპანელ ფეხბურთელს ახალ ასპარეზზე წარმატებებს ვუსურვებ და ვიცი, რომ პროდუქტიული იქნება.“
„როტაცია ნახევარდაცვაში? ვცდილობ, საუკეთესო შემადგენლობა ჩამოვაყალიბო. ამ ეტაპზე ფიქსირებული თერთმეტეული ნამდვილად არ მყავს, მაგრამ ვიცი, კონკრეუტულ მატჩში ვინ არის უფრო კარგად მზად.“
„ცვლილებები ჩემპიონთა ლიგაზე? მოდით მილანის „ინტერთან“ შეხვედრაზე „ბეტისის“ შემდეგ ვისაუბროთ, ახლა ამის დრო არ არის. როგორც გითხარით, ანდალუსიაში ურთულესი მატჩი გველის და ჩვენი მთელი ყურადღება ამაზეა გადატანილი.“
„ჩუამენის დაბრუნება? ჯერ-ჯერობით არ მაქვს ინფორმაცია. ფრანგი მალე დაბრუნდება, თუმცა საბოლოო დასტური ექიმებისგან უნდა მივიღოთ.“
„ჩემპიონთა ლიგაზე დისკვალიფიკაციის გამო არდა გიულერი, ბერნარდუ სილვა და კამავინგა არ გვეყოლება. ვფიქრობ, ნახევარდაცვაში გადამჭრელი ზომების მიღება მოგვიწევს. პირველ ტურში განსხვავებული მიდგომა უნდა ჩამოვაყალიბოთ.“
- დღეს, 11:02
- 64
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



