მოდრიჩი:„მოურინიოს დანიშვნა „რეალისთვის“ საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“
ლუკა მოდრიჩმა მადრიდის „რეალის“ ირგვლივ ძალიან საინტერესო განცხადებები გააკეთა.
„ჩემი გამოსამშვიდობებელი საღამო არასდროს დამავიწყდება. ეს იყო ემოციური მომენტი, რომელმაც სამუდამო შთაბეჭდილება მოახდინა.“
„ყველაზე რთული მადრიდიდან წამოსვლა ჩემი ოჯახისთვის გამოდგა, ვინაიდან ბავშვები შეჩვეულები იყვნენ ესპანეთში ცხოვრებას. ეს მარტივი არასდროს არის, მაგრამ ვაცნობიერებდი, რომ ადრე თუ გვიან ესპანეთის დედაქალაქს დავტოვებდი.“
„მილანური ცხოვრება საინტერესო გამოდგა. ადაპტაცია კარგად გავიარე და ოჯახმაც თავი ბედნიერად იგრძნო. ყოველთვის მადლიერი ვიქნები.“
„„რეალში“ დაბრუნება? ყოველთვის ვიქნები მადრიდისტა და არ გამოვრიცხავ, რომ სხვა როლში „მერენგებში“ ვიმუშავო. ამ გუნდს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.“
„ჩემი ყველაზე დიდი ტიტული არა ჩემპიონთა ლიგა, არამედ გულშემატკივრების დიდი სიყვარული იყო. ყოველთვის მემახსოვრება თითოეული ოვაცია, რომელსაც სანტიაგო ბერნაბეუზე ვიღებდი.“
„ჟოზე მოურინიო გამარჯვებულის მენტალიტეტს ფლობს და მსურს, რომ პორტუგალიელმა „რეალში“ დიდი ეპოქა შექმნას. ჟოზეს ყოველთვის ვადევნებდი თვალს და ყველა კლუბში წარმატებას ვუსურვებდი, სადაც მუშაობდა. ის ნამდვილად გამორჩეული სპეციალისტია და ვფიქრობ, რომ „რეალისთვის“ „განსაკუთრებულის“ ვარიანტი საუკეთესო იყო.“
„ჟოზესთან ცოტა ხანი ვიმუშავე, თუმცა ეს დრო საკმარისი იყო, საკმარისად გასაცნობად.“
„მიმაჩნია, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ლა ლიგის დაპირისპირებებს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს, მას არ უყვარს ქულების დაკარგვა და ყოველთვის 100%-ით დახარჯვას ითხოვს. დარწმუნებული ვარ, მოურინიოს „რეალი“ სანახაობრივი და სახიფათო იქნება.“
„ჩემ დროს უფრო მეტი ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, ვიდრე ლა ლიგა. არ ვიცი ეს რისი ბრალია, ალბათ ვფიქრობდით, რომ ლა ლიგაში სიტუაციის შეცვლა შეგვეძლო, ჩემპიონთა ლიგაზე კი მეტ კონცენტრაციას ვაკეთებდით, ვინაიდან თუ თუ ევროტურნირზე თამაშს წააგებ, სახლში წახვალ.“
„ძალიან მიხარია, რომ ვინისიუს ჟუნიორმა „რეალთან“ მრავალწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ის ამას იმსახურებს.“
„კილიანის გოლების რაოდენობა აღმაფრთოვანებელია, ფრანგი საოცრად მოქმედებს მოედნის ყველა წერტილში.“
„ჯუდ ბელინგემი? მას ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო. ყველაზე საკვირველი კი ის არის, რომ პოზიციის მიუხედავად, არაერთი გოლის გატანას ახერხებს და დასკვნით ფაზაში საოცარია.“
„სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკა ყოველთვის აფასებს იმ მოთამაშეებს, რომლებიც ბოლომდე იხარჯებიან და თავმდაბლები არიან. დიახ, „ბლანკოსში“ დიდი წნეხია, თუმცა ქომაგებმა სიყვარულიც უსაზღვრო იციან.“
- დღეს, 10:58
- 63
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




