მორიენტესი:„დღევანდელ ფეხბურთში 2002 წლის მორიენტესი ძვირი ეღირებოდა“

ფერნანდესო მორიენტესმა ძალიან საინტერესო ფაქტები გაიხსენა და ასევე დასძინა, რომ 2002 წლის მორიენტესი დღევანდელ ფეხბურთელი მოთხოვნადი ფორვარდი და ძვირადღირებული ფიგურა იქნებოდა.

„სატრანსფერო ფანჯარა დასრულდა და ვფიქრობ, რომ ესპანური გუნდები საკმაოდ გაძლიერდნენ. ლა ლიგაში დიდ კონკურენციას ველი, დანარჩენს კი მომდევნო კვირები გვიჩვენებს.“

„არაერთი ტრანსფერი ბოლო საათებში შედგა, ეს ჩემთვის ყოველთვის რთული გასააზრებელია, ვინაიდან როდესაც „ბლანკოსიდან“ „მონაკოში“ მივდიოდი, ზუსტად ასეთი გაურკვევლობა მქონდა. მოედანზე გავედი და სამეფო კლუბის ღირსებას ვიცავდი, რამდენიმე საათში კი საფრანგეთში გავემგზავრე. თავს გაურკვევლად ვგრძნობდი, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა და ასე შემდეგ. ზოგადად ყველა ფეხბურთელს ურჩევნია, კლუბი სეზონის დაწყებამდე შეიცვალოს და ადაპტაციისთვის გარკვეული დრო მიიღოს.“

„„რეალის“ ტრანსფერებიდან ყველაზე მეტად, კუკურეიას გამადრიდელება გამეხარდა. ის ნამდვილად იმსახურებს ბერნაბეუზე თამაშს, რადგან ძალიან მაღალი დონის ვარსკვლავია.“

„„ბარსელონა? ვფიქრობ, კატალონიელთა საუკეთესო ტრანსფერი როდრია. ესპანელი ნახევარმცველი ამ გუნდს სხვა დონეზე აიყვანს.“

„ასევე გამოვყოფდი კანალესის დაბრუნებას, ობამეიანგის ლა ლიგაში დაბრუნებას და ასე შემდეგ.“

„ცალკე აღსანიშნავია იან დიომანდეს გამადრიდელება. ამ ფეხბურთელში არნახული პერსპექტივა დევს, მაგრამ ბევრი შრომა, ფსიქოლოგიური წნეხის გაძლება და საკუთარ თავზე გამარჯვება მართებს. დიომანდე კარგი შემტევია, რომელსაც დიდი ავანსი გაიცა, დანარჩენი კი თავად ფეხბურთელმა უნდა გვიჩვენოს.“

„2002 წლის მორიენტესი? ვფიქრობ, დღევანდელ ფეხბურთში მაშინდელი მორიენტესის სტილი საკმაოდ მიმზიდველია და ძვირადღირებული ფორვარდიც ვიქნებოდი. მე ვიყავი ტიპიური „9“-იანი, ალბათ ისეთი, როგორიც ახლა სამეფო კლუბში კარლოს ესპია.“

„ადრე გუნდები 4-4-2 სქემით თამაშობდნენ, სადაც ერთი ფორვარდი შედარებით მოძრავი იყო და უკან იხევდა, მეორე კი ტიპიურ „9“-იანს თამაშობდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.“

„ჩემი ღირებულება? ალბათ, 110 მილიონი ევრო.  ახლა რა თქმა უნდა, ვხუმრობ.“

„ლა ლიგის ფავორიტი? რა თქმა უნდა, ამ ტურნირისთვის „რეალი“ და „ბარსელონა“ იბრძოლებენ, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ „ატლეტიკოც“. ტურნირი საკმაოდ ხანგრძლივი იქნება, სადაც არაერთ კომპონენტს მიენიჭება დიდი ყურადღება.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 რაფინია 2
3 ობამეიანგი 2
4 რობერტო 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2026 (13)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)