ბოლო ვარჯიში მალაგაში გამგზავრებამდე
დღეს მადრიდის "რეალმა" მალაგაში გაფრენამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. დღევანდელი შეკრება ოზილისთვის დაბადების დღის მილოცვით დაიწყო. როგორც იცით, გერმანელ ფეხბურთელს 22 წელი შეუსრულდა.
ვარჯიშის პირველ თხუთმეტ წუთზე ჟურნალისტებს დასწრების უფლება მისცეს. აღსანისნავია ისიც, რომ პედრო ლეონი ისევ შეუერთდა გუნდს (ლეონს კუჭის წვა აწუხებდა). სამწუხაროდ სერხიო რამოსს ფიტნეს დარბაზში მოუხდა მუშაობა, რადგან მას ტრავმა ისევ აწუხებს. პორტუგალიელმა მწვრთნელმა ახალგაზრდული გუნდიდან 21 ფეხბურთელი მოიხმო.
როგორც ყველა მატჩის წინა ვარჯიში, დღესაც მეტწილად მოთამაშეებს ფიზიკური სამუშაოების შესრულება მოუხდათ. როდესაც გუნდი ტაქტიკურ მონახაზს აკეთებდა, ჟურნალისტებისთვის კარი დაიხურა და ჟოზე მოურინიომ თავის შეგირდებს სიტყვიერი დარიგებები მისცა.
- 15 ოქტომბერი 2010
- 1 776
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.