კურტუა:„მიყვარს ასეთი გამარჯვებები“

ტიბო კურტუამ „მალაგასთან“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ძალიან კარგად ვითამაშეთ. მიყვარს ასეთი გამარჯვებები. მართალია ბოლო 10-15 წუთი ინერტულები ვიყავით და მეტოქემ მომენტები შექმნა, თუმცა საბოლოო ჯამში „რეალი“ აბსოლუტური დომინანტი იყო.“

„პირველ ტაიმში გუნდმა აჩვენა ქარიზმა, სისწრაფე, მოტივაცია და ტექნიკური შესაძლებლობები.“

„მეორე ნახევრის ბოლოს, მოურინიო მოგვიწოდებდა, რომ მეტად შეგვეტია, რასაც შემდეგ არდა გიულერის გოლიც მოყვა.“

„პორტუგალიელ სპეციალისტს, რომ პრესინგი მაქსიმალური იყოს. განსაკუთრებიტ მაშინ, როდესაც ბურთს ვკარგავთ, ეს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.“

„ის, რომ საკუთარი კარი მშრალად შევინახეთ, თავდაჯერებულობისთვის მნიშვნელოვანია. ჟოზემ პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში გვითხრა, რომ კონცენტრაცია არ დაგვეკარგა და 90 წუთის მანძილზე ისე გვეთამაშა, როგორც ამას 1:0-ის შემთხვევაში გავაკეთებდით.“

„როტაცია? ყველა ძალიან კარგად ვარჯიშობს და რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდა. ეს არის მთავარი მწვრთნელის კომპეტენცია. ფეხბურთელები მაქსიმალურად უნდა ცდილობდნენ საუკეთესო კონდიციაში ყოფნას, ვინაიდან შანსს ყველა მიიღებს.“


1

31 აგვისტო 2026 14:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 013

ჩვენზე იოლი კალენდარი აქვს ბარსელონას და სადაც ფავორიტია რეალი ყველგან უნდა ეცადოს 3 ქულის აღებას. თორე ატლეტიკო და ვილიარეეალი გველოდება კიდე, ეხლა ბეტისი. კლასიკომდე დაიკარგება ქულები მარა იმედია ბევრი არა. იქამდე თუ 100 იანი შედეგით მივიდნენ მაშინ მართლა საღოლ. 


2

31 აგვისტო 2026 15:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 370

ეეე ფარჩაკებთან მოგება რატომ უნდა გიყვარდეს თუ შენც ფარჩაკი არ ხარ? დიდ გუნდებს რომ მოუგებ - მერე უნდა ილაპარაკო, წესი ესეა და


3

31 აგვისტო 2026 17:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 60
31 აგვისტო 2026 15:50, Losada says:

ეეე ფარჩაკებთან მოგება რატომ უნდა გიყვარდეს თუ შენც ფარჩაკი არ ხარ? დიდ გუნდებს რომ მოუგებ - მერე უნდა ილაპარაკო, წესი ესეა და

ლა ლიგაში სუსტებთან თუ ქულები კარგე და ძლიერებთან კარგათ ითამაშე შანსი არა რომ გაჩემპიონდე მასეთი მოგება რაღათ გინდა თუ შედეგი არ მოაქ ბოლოს


4

31 აგვისტო 2026 22:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 272

ბარსას -5.5 ფორა დავწერე, 8.2 ქონდა კუში. :D ძაან ძაან ძაან მცირე შანსია, მაგრამ თუ დაჯდა კაი კუშს ამოვადგებ. 50 ევროში 420 ევროა! 

ბოლოს ბარსამ შარშან წინ მომაგებინა, სევილიას რომ მოუგო სახლში 1-0, ბოლო თამაში ეგ მქონდა დარჩენილი და მაშინაც თითქმის ამდენი მომაგებინა. 

რავი წინა ორ თამაშს რომ ვუყურე ცალი ფეხხით მოიგეს და ეს რაიო იმ ორ გუნდზე სუსტია, თამ კამპ ნოუზეა თამაში. ველოდები მოკლედ.გოლების ცვენას :) 


5

31 აგვისტო 2026 23:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 061

მე მინდა ვაღიარო რომ ფეხბურთის არ ესმის.მიუხედავად იმისა რომ უდიდესი კლუბის გულშემატკივარი ვარ ბავშვობიდან.მართლა არ მესმის კამავინგა რატო დაიტოვეს რატო არ გაყიდეს ან არენდით გაეშვათ რავი რამე ექნათ რა ტიპი უწყინარ სიტუაციაში კარგავს ბურთს 

-----------------------
Decimotercero

6

1 სექტემბერი 2026 00:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 50

სეზონს იგებს ის ვინც მეორე ნახევარში უმატებს


7

1 სექტემბერი 2026 01:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 272
31 აგვისტო 2026 22:47, murtoreali777 says:

ბარსას -5.5 ფორა დავწერე, 8.2 ქონდა კუში. :D ძაან ძაან ძაან მცირე შანსია, მაგრამ თუ დაჯდა კაი კუშს ამოვადგებ. 50 ევროში 420 ევროა! 

ბოლოს ბარსამ შარშან წინ მომაგებინა, სევილიას რომ მოუგო სახლში 1-0, ბოლო თამაში ეგ მქონდა დარჩენილი და მაშინაც თითქმის ამდენი მომაგებინა. 

რავი წინა ორ თამაშს რომ ვუყურე ცალი ფეხხით მოიგეს და ეს რაიო იმ ორ გუნდზე სუსტია, თამ კამპ ნოუზეა თამაში. ველოდები მოკლედ.გოლების ცვენას :) 

ნეტა გოლების მეტი დამეწერა. 6 გოლს სადღაც 4 კუში ქონდა 


8

1 სექტემბერი 2026 05:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 390

0 ზე იდგა გოლი არ გაუშვა და მაგ პონტში

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 9
3 იამალი 8
4 კამელიო 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (119)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)