ჰაუსენი:„ვამაყობ ასეთი მატჩებით“
დინ ჰაუსენმა „მალაგასთან“ შეხვედრა შეაფასა.
„„მალაგა“ ჩემთვის განსაკუთრებული მეტოქე იყო. კარგად ვიცნობ ამ კლუბს და ვიცი, როგორ უყვართ მათ ფეხბურთი.“
„მიხარია, რომ „მალაგა“ ლა ლიგაში დაწინაურდა. ამ კლუბს უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ.“
„გამარჯვება მართლაც საამაყო იყო, ასეთი საღამოები ბერნაბეუს კიდევ უფრო ლამაზს და მიმზიდველს ხდის.“
„ეჭვი არ მეპარება, გუნდი კიდევ მოუმატებს. ლა ლიგაში 3-იდან 3 მატჩი მოვიგეთ და ეს სერია უნდა გავაგრძელოთ.“
„ახალ კვირაში ინტენსიური ვარჯიშები და „ბეტისთან“ შეხვედრა გველის. ყველას მოგეხსენებათ, რამდენად რთულია მათთან თამაში ანდალუსიაში, თუმცა ჩვენი მიზანი უცვლელია და კვლავ უნდა გავიმარჯვოთ.“
- დღეს, 13:01
- 50
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




