მოურინიო:,,მე მჭირდება გამარჯვება და სანახაობა"
ჟოზე მოურინიომ „მალაგას“ დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ჯუდ ბელინგემი ფანტასტიკური მოთამაშეა, რომელიც სწორედ იქ უნდა იდგეს, სადაც ახლა თამაშობს და არა საყრდენ ზონაში, ან თუნდაც მარცნივ. ინგლისელს აქვს საოცარი უნარი იმისა, რომ შეტევები განავითაროს, დააგვირგვინოს და საოცარი ფეხბურთი ითამაშოს, ის მაღალ სტანდარტებს აწესებს, როგორც საკუთარი თავის, ასევე თანაგუნდელების მიმართ.“
„მახსოვს, შარშან „რეალთან“ შეხვედრა, სადაც ჯუდი სხვა პოზიციაზე იდგა და ჩვენ ის მომენტი ძალიან კარგად გამოვიყენეთ. ბელინგემი ითამაშებს წინ და არავითარ შემთხვევაში უკან.“
„გუნდმა შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩაატარა და 3-0 იმარჯვა, მეორე ნახევარში კი შედარებით პასიურები ვიყავით. გვაკლდა აგრესია და პრესინგი, მაგრამ ანგარიში მეტისმეტად დამაჯერებელი იყო. საერთო ჯამში თამაშით კმაყოფილი ვარ.“
„ჩემთვის კარგ ცენტრალურ მცველს უნდა ჰქონდეს ბურთის ფლობის, შეტევის დაწყების და ორგანიზებულობის უნარი. ამ მხრივ, დინ ჰაუსენში ძალიან დიდი პერსპექტივა დავინახე, ამ ფეხბურთელს შეუძლია ძალიან წყნარად და მშვიდად მართოს სიტუაცია და არა აღელდეს იქ, სადაც ამის საჭიროება არ არსებობს. ასევე უნდა აღინიშნოს რუდიგერის ძალიან კარგი თამაში, მისი გამოცდილება თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. გერმანელი ფეხბურთელი მარტივად ჩქარდება, პოზიციურად კი მართლაც ინარჩუნებს სტაბილურობას.“
„ჯუდ ბელინგემი? ის მართლაც არის იმ ფეხბურთელთაგანი, რომელსაც შეუძლია ოქროს ბურთის მოგება. ინგლისელი მომდევნო 8-10 წლის მანძილზე სრული დომინანტი იქნება, ვინაიდან აქვს უნარები, რომელიც ყველასთვის გამორჩეულია. ბელინგემის მანევრი, საშემსრულებლო ოსტატობა და საფეხბურთო კულტურა სხვა დონეზე დგას. მე ვენდობი ჯუდს და მჯერა მისი წარმატების.“
„ლა ლიგის მომდევნო ტური საკმაოდ რთული იქნება, ამიტომ ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ და თამაშს 100%-ით კონცენტრირებულები შევხვდეთ. „ბეტისი“ საშინაო არენაზე ყოველთვის ძალიან ეფექტურია, ამიტომ მთელი კვირა ეფექტური სამზადისისთვის უნდა გამოვიყენოთ.“
„როდესაც აქ მოვედი, მაშინვე გითხარით, რომ „რეალს“ ჰყავს არაერთი საოცარი ინდივიდუალისტი, მაგრამ გუნდს სჭირდება სინქრონული მუშაობა და კოლექტიური პასუხისმგებლობის გაზიარება. მივიჩნევ, რომ ჯუდი, ვინისიუსი და მბაპე ერთად საოცრებებს შეძლებენ, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ არდა გიულერის საოცარი ნიჭი.“
„მე ვხედავ ვინის, რომელიც არიგებს საგოლე გადაცემებს, ეხუტება ფეხბურთელებს და მათ გოლებს ისე აღნიშნავს, როგორც საკუთარს. მე ვხედავ მბაპეს, რომელიც საოცრად ჩქარდება, ზონებს ეძებს და თანაგუნდელებს კომფორტულ პასებს უკეთებს. ეს ყველაფერი არ არის, გუნდი აუცილებლად მოუმატებს.“
„გასული წლის „რეალს“, ამ გუნდს ვერ შევადარებ, რადგან „მერენგების“ მატჩებს ხშირად არ ვუყურებდი. „რეალით“ მაშინ დავინტერესდი, როდესაც ეს გუნდი უშუალოდ ჩემი კონკურენტი ხდებოდა, თანაც რამდენიმე მატჩში. მე არ მიყვარს პარალელები, მე მინდა შედეგი და სანახაობა, რისთვის ვიბრძვი და მინდა, რომ ყველაფერი გამომივიდეს.“
„იან დიომანდე ძალიან თავმდაბალი ფეხბურთელია. მან მიიღო, 15, 20, 30 წუთი და ეტაპობრივად ემზადება სასტარტოში სათამაშოდაც. ის ბევრს მუშაობს, კარგად იაზრებს პასუხისმგელობას და სჯერა, რომ შრომით უმაღლეს დონემდე მივა.“
„დიომანდეს წარმოუდგენელი პოტენციალი აქვს და ეს მან ბუნდესლიგაში ყველას აჩვენე. დამშვიდდით, დამშვიდდით, მასთან დაკავშირებით სანერვიულო აბსოლუტურად არაფერია.“
- დღეს, 12:37
- 202
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



