მოურინიო:„მე მჭირდება აგრესიული გუნდი კარგი დაცვით“

„სოსიედადთან“ ფეერიული გამარჯვების შემდეგ ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენცია გამართა.

„ძალიან დინამიური მატჩი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 4-1 ვიმარჯვეთ, მეტოქე სერიოზულ პრესინგს თამაშოდა, კარგი ტემპი ჰქონდა და სწრაფად ცდილობდა შეტევებში გადასვლას.“

„კილიან მბაპე მოედნიდან არ გავიყვანე, რადგან ვთვლიდი, რომ პოკერის შესრულება შეეძლო. ფრანგმა საოცრად ითამაშა და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს გაიტანს.“

„ვინი? მან გაიტანა და გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. დარწმუნებული ვარ, ბრაზილიელი მოუმატებს და კიდევ უფრო სახიფათო გახდება.“

„ბერნაბეუზე დაბრუნება? ძალიან ემოციური და სასიამოვნო იყო. ამ არენას ყოველთვის ახასიათებდა განსაკუთრებულობა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ახლა ბევრად ლამაზი, მაღალტექნოლოგიური და ეფექტურია, ვიდრე ადრე.“

„მე მომწონს სწრაფი, აგრესიული და შეტევაზე ორიენტირებული გუნდი. დიახ, სწორედ ასეთი „რეალი“ ვიხილეთ „სოსიედადის“ წინააღმდეგ.“

„მბაპე კიდევ არ არის საუკეთესო ფორმაში, ის კიდევ მოუმატებს და 10-12 დღის შემდეგ იდეალურ კონდიციამდე მივა.“

„ვინისიუსთან ესპანურადაც ვსაუბრობ და პორტუგალიურადაც. ჩვენ ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის.“

„ბრაზილიელს შარშან უსტვენდნენ? ამ სეზონში ეს აღარ უნდა მოხდეს, რადგან ვინისიუსი ამ გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს და უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი წარმატებაში, რომელსაც „ბლანკოსი“ წლების მანძილზე აფიქსირებდა.“

„რამდენს გაიტანს მბაპე? არ ვიცი, შესაძლოა 40, 50, 60, მაგრამ მთავარი ტიტულებია. მირჩევნია კილიანმა 40-ჯერ აიღოს მეტოქის კარი და ტიტულები მოვიგოთ, ვიდრე 60-ჯერ და ტიტულების გარეშე დავრჩეთ.“

„მე მჭირდება ყურადღებით თამაში დაცვაში, სწრაფი გადასვლები შეტევაში, ფლანგების სწორად ათვისება და შეტევების გაშლა. ეს ყველაფერი მარტივი არ არის და კომპლექსური მუშაობაა საჭირო.“

„როგორც გითხარით, ლა ლიგა რთული ტურნირია და ყველა მატჩში 3 ქულისთვის უნდა ვიბრძოლოთ, ვინაიდან კონკურენცია უდიდესია.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 რაფინია 2
3 ობამეიანგი 2
4 რობერტო 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2026 (203)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)