მოურინიო:„ესპის სტილის ფორვარდის ყოლა დიდი კომფორტია“

ჟოზე მოურინიომ „სოსიედადთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„გულშემატკივრებთან შეხვედრა და მათ წინაშე თამაში დამატებითი მოტივაციაა. მსურს, რაც შეიძლება მალე მოვიდეს მატჩის დრო და ფანებს შევხვდეთ.“

„მე არ მჭირდება პირადი მიღება. ქომაგებმა ფეხბურთელები უნდა მიიღონ ოვაციებით და ვაჩვენოთ ერთობა, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია.“

„ხვალ ბერნაბეუზე პირველი მატჩი გვაქვს, მაგრამ ეს იქნება ერთ-ერთი იმ 19-იდან, რომელსაც ლა ლიგაში საშინაო არენაზე გავმართავთ. თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს უნდა გავითავისოთ. საშინაო არენაზე ქულების მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო.“

„„ესპანიოლთან“ დაპირისპირებაში მეტი ინტენსივობა გვჭირდებოდა, რაც ეტაპობრივად, ნელ-ნელა მოვა და ფეხბურთელები სასურველ ტემპს აჩვენებენ. დიახ, მაგალითად შემიძლია მოგიყვანეთ კუკურეია, რომელიც სკამზე დავტოვე, ვინაიდან კარერასი გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. ჩვენ ყოველდღიურად ვუმატებთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“

„ვინისიუსი ძალიან ინტენსიურია, ის მოუმატებს და გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელს ბავშვივით უყვარს სიტუაციის გამწვავება, ის ყოველთვის 100%-ით არის ჩართული თამაშში, რასაც ძალიან ვაფასებ.“

„მე ვაფასებ მსაჯებს და მათ საქმიანობას, იგივე ეხება ლა ლიგის მსაჯებსაც, თუმცა გარკვეული ხარვეზები არის და ამას ყველა ხედავს, რასაც ისიც მოწმობს, რომ ლა ლიგის პირველივე ტურშივე დაისვა კითხვები.“

„ჩემთვის სატრანსფერო ფანჯარა დაკეტილია, მაგრამ ოფიციალურად ეს ჯერ კიდევ 1 კვირის განმავლობაში არ მოხდებ.ა გუნდით კმაყოფილი ვარ, ჩვენ გვაქვს შესაბამისი რესურსი.“

„შემტევი ტრიო? შეტევაში ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, ჩვენს განკარგულებაში არიან მბაპე და ვინისიუსი, ასევე ბელინგემი, რომელიც იდეალურ შეტევის ხაზს ქმნის. ასევე დიომანდე, ესპი...  ვერ გეტყვით, საუკეთესო ტრიო კონკრეტული მატჩების მიხედვით უნდა განისაზღვროს.“

„ვალვერდე მარჯვენა მცველად? ჩვენ დაცვის ფლანგზე საკმარისზე მეტი რესურსი გვაქვს, ამიტომ ფედე ნახევარმცველად ითამაშებს, ის არ არის მცველი და გაცილებით სხვა ფუნქციები აქვს.“

„ტრენტის უნივერსალობა? დიახ, მას ნამდვილად შეუძლია ნახევარდაცვაში თამაშით და პასის შესანიშნავი უნარი აქვს, მაგრამ მე მომწონს ტრენტი იქ, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს.“

„ჩუამენი 100%-ით მზად არის, მას დაზიანება და დისკომფორტი მსოფლიო ჩემპიონინატიდან მოყოლებული აქვს. გარისკვას არ ვაპირებთ და ველოდებით მის გამოჯანმრთელებას, ვინაიდან ტრავმის გართულება გაცილებით ცუდ შედეგებს მოგვიტანს. „სოსიედადთან“ დაპირისპირებაში ორელიანი ჩვენთან ერთად არ იქნება.“

„ისეთი გიგანტის ყოლა, როგორიც კარლოს ესპია, დიდ სიამოვნებას მანიჭებს.“

„ესპანელს აქვს ძალიან კარგი დარტყმა, ხედვა, მეორე სართულზე ორთაბრძოლების მოგების უნარი და ასე შემდეგ. ესპი ნამდვილად კარგი ფორვარდია, თუმცა ბევრი რამ უნდა დაამტკიცოს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ის მხოლოდ  21 წლის არის და ყველაფერი წინ აქვს.“

„მბაპე და ესპი ერთად? ორივე განსხვავებული პროფილის ფორვარდია, ამიტომ ეს ვარიანტიც შეიძლება მოისინჯოს.“

„ენდრიკ ფელიპეს არაერთი მსურველი ჰყავდა, მაგრამ ყველას უარი ვუთხარით. ბრაზილიელს მადრიდში დარჩება სურს და ის აუცილებლად მიიღებს შანსს. ამ ეტაპზე ფელიპეს მცირე დისკომფორტი აქვს, მაგრამ მალე დაბრუნდება.“


1

47 minutes above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 987

ესპი ნაღდად კაი შენაძენია, სულ ვამბობდი ხოსელუს სტილში ვიღაცა მეორე სართულზე მთამაშე გვჭირდებათქო, მაგრამ ნახევარდაცვის იმედი არ მაქვს რა.


ასეთი ხე ნახევარდაცვა 21-ე  საუკუნეში არ გვყოლია

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 0
2 იამალი 0
3 ვინისიუსი 0
4 რაფინია 0

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2026 (190)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)