კონატეს დიდი პროგრესი აქვს
სამეფო კლუბში ვარჯიშის დაწყებიდან დღემდე, იბრაჰიმა კონატე ერთ-ერთი გამორჩეულია პროგრესით და ფიზიკური კონდიციით, რომელიც ფრანგმა სამწვრთნელო შტაბს აჩვენა.
კონატე საკმაოდ სტაბილური და ეფექტური იყო ლა ლიგის პირველ დაპირისპირებაში, მას მეტოქე გუნდის ფეხბურთელები ვერცერთ შემთხვევაში ვერ გასცდნენ. იბუმ ასევე მოიგო საჰაერო ორთაბრძოლები და ქმნიდა სტაბილურობას დაცვის ცენტრში.
„მარკას“ ცნობით, იბრაჰიმა ახლა გაცილებით უკეთეს კონდიციაშია, ვიდრე თუნდაც 6-7 დღის წინ და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან სწრაფად პროგრესირებს.
ესპანური გამოცემების ცნობით, იბუ „ბლანკოსში“ სასტარტო მცველად მოიაზრება და ახლა მთავარი კითხვა მის მეწყვილესთან დაკავშირებით ისმის, სადაც ერთმანეთის კონკურენტები დინ ჰაუსენი, ანტონიო რუდიგერი, ედერ მილიტაო და რაულ ასენსიო არიან.
- დღეს, 11:27
- 34
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




