ესპი:„„რეალში“ დიდი ენთუზიაზმით მოვედი“
კარლოს ესპიმ „რეალის“ ოფიციალურ ვებგვერდს და ტელევიზიას ინტერვიუ მისცა.
„პატივია და მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. დიახ, მართლაც აღმაფრთოვანებელია ჩემპიონთა ლიგის 15 თასის ერთად ხილვა.“
„დიდი მადლობა პრეზიდენტ პერესს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. მიხარია, რომ ის ახლა აქ არის და ჩემი ოჯახის სიხარულს იზიარებს, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.“
„ჩემი და „რეალის“ კომუნიკაცია სრულად 4 დღეში შედგა. პირველი კავშირის შემდეგ გუნდს პირობა მივეცი, რომ არაფერს ვიტყოდი, რათა სატრანსფერო ინტერესები არ დამეზიანებინა. მერწმუნეთ, ბებიამ და ბაბუამაც არაფერი იცოდა.“
„როგორც კი შემოთავაზება მივიღე, მაშინვე დავთანხმდი, რადგან ეს ჩემთვის დიდი შანსი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენო.“
„ბერნაბეუს ტურმა აღმაფრთოვანა, ეს ძალიან საინტერესო სანახაობაა.“
„რას გამოვარჩევდი „რეალში“? პირველ რიგში იმას, რომ გუნდში ყველაზე დეტალს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა, ეს მართლაც სხვა დონეა.“
„ძალიან მიხარია, რომ „ესპანიოლთან“ გამარჯვების გოლი გავიტანე. ბევრი მოლოცვა მივიღე და ყველა ჩემს გვერდით იდგა. საღამოს უამრავი ადამიანი დამიკავშირდა.“
„ხოსელუსთან შედარება? მიხარია, რომ ესპანელი მხარს მიჭერს და ჩემს წარმატებას იზიარებს.“
„ბერნაბეუზე თამაშს მოუთმენლად ველი, ეს სულ სხვა გრძნობა იქნება. იმედი მაქვს, მეტოქის კარის აღებას საშინაო არენაზეც შევძლებ და სიხარულს ქომაგებთან ერთად გავიზიარებ.“
„მადრიდისტებს ბევრ წარმატებას და რაც მთავარია, მუხლჩაუხრელ შრომას ვპირდები, ჩვენ წინ დიდი გამარჯვებები გვაქვს. Hala Madrid!“
- დღეს, 00:30
- 350
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



