დუმფრისი:„„რეალში“ თამაშზე ყველა ოცნებობს“

დენზელ დუმფრისმა „რეალში“ პრეზენტაციის შემდეგ ინტერვიუ ჩაწერა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

„ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებულია. მადრიდის „რეალში“ თამაშზე ყველა ოცნებობს, ვინაიდან ეს გამორჩუელი კლუბია.“

„ჩემთვის დიდი მოტივაცია იქნება სანტიაგო ბერნაბეუზე გასვლა და შესაძლებლობების დამტკიცება.“

„კონკურენცია? შეუძლებელია მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშობდე და ყველაფერი მარტივად ხდებოდეს.“

„მზად ვარ, დიდი შრომისთვის და საკუთარი შანსის გამოყენებისთვის.“

„ჟოზე მოურინიო დაცვით კომპონენტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მიიჩნევს, რომ უკანა ხაზის მდგრადობა გუნდის თამაშზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს.“

„თანაგუნდელებმა შესანიშნავად მიმიღეს, გასახდელში ბრწყინვალე გარემოა, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია.“

„მილანის „ინტერი“ ჩემ ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება, რადგან ძალიან გავიზარდე, როგორც ადამიანი და ფეხბურთელი.“

„სხვადასხვა პოზიცია? მე მარჯვენა მცველი ვარ და სტაბილურობა ყველაფერს მირჩევნია.“

„ჩემი ოჯახი მადრიდში ბედნიერად იცხოვრებს. მიხარია, რომ ამ წუთებს თითოეულ ახლო ადამიანთან ერთად ვიზიარებ.“

„მადრიდისტებს ვპირდები, რომ ძალიან ბევრს ვიშრომებ და ყველაფერს გავაკეთებ წარმატებისთვის. ჩემთვის „ბლანკოსი“ კარიერის ახალი ეტაპია, რომელიც ტიტულებით უნდა დაიხუნძლოს.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 0
2 იამალი 0
3 ვინისიუსი 0
4 რაფინია 0

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2026 (168)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)