25 წელი ესპანეთის სუპერთასის მოგებიდან
დღეს, 22 აგვისტოს 25 წელი გავიდა იმ ძალიან სანახაობრივი სუპერთასის ფინალიდან, რომელიც „რეალმა“ გამარჯვებით დაასრულა.
„ბლანკოსის“ მეტოქე „სარაგოსა“ იყო, რომელთანაც პირველი მატჩი 1-1 დასრულდა.
მეორე დაპირისპირებაში „მერენგებმა“ 3-0 იმარჯვეს, ეს გახლდათ რაულ გონსალეს ბლანკოს ნამდვილი ბენეფისი, რომელმაც 74-იდან 89-ე წუთის შუალედში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
ასევე აღსანიშნავია, რომ სწორედ მაშინ გამოჩნდა პირველად მოედანზე ლეგენდარული ზინედინ ზიდანი.
იმ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ლეგენდები, როგორებიც იერო, კარლოსი, მაკელელე, ფიგუ, რაული, მორიენტესი და სხვები იყვნენ.
- დღეს, 13:46
- 7
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



