მოურინიო:„„რეალში“ ჟოზეს ახალი ეპოქა უნდა შევქმნა“

ჟოზე მოურინიომ „რეალის“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

„ჩემი გუნდი არის მშვიდი, მოტივირებული და მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებული. ვიცით, როგორ მივაღწიოთ მიზანს და ამისთვის ყოველდღიურად ვიშრომებთ.“

„„ესპანიოლი“ კარგად დაკომპლექტებული, ამბიციური გუნდია, რომელსაც აუცილებლად ექნება პრეტენზიები.“

„გუნდი კარგად არის მომზადებული. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ კიდევ ერთი კვირა გვქონდეს სტარტამდე, მაგრამ მოცემულობას უნდა შევეგუოთ. ზოგიერთი ფეხბურთელი თვეზე მეტია ვარჯიშობს, ზოგი კი 11-12 დღე, თუმცა ჩვენ უნდა ვიპოვოთ საჭირო ბალანსი.“

„ორელიან ჩუამენი სასურველ კონდიციას უბრუნდება, ფრანგს მცირე დაზიანება ჰქონდა, მაგრამ მალე ყველაფერი კარგად იქნება.“

„ენდრიკი? ბრაზილიელი ფეხბურთელი „ესპანიოლის“ წინააღმდეგ არ ითამაშებს.“

„მე მაქვს პოზიტიური შეგრძნებები და მივიჩნევ, რომ გუნდს ძალიან კარგად ვამზადებ. დიდი მიზნები უნდა დავისახოთ და ყველა გეგმა შევასრულოთ.“

„მომწონს ფეხბურთელების ამბიციურობა, დასახული მიზნები და შესაძლებლობები. „რეალში“ ყველაფერია წარმატების მისაღწევად.“

„ჩუამენის და ფედე ვალვერდეს დაპირისპირება? ჩვენ ყველაფერს სუფთა ფურცლიდან, ნულიდან ვიწყებთ.“

„იან დიომანდე ვარჯიშებზე გვიჩვენებს, რომ საოცარ შესაძლებლობებს ფლობს. მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ გუნდის შეტევითი პოტენციალი მისით გაძლიერდა.“

„ჩვენ უნდა გავიზარდოთ ყოველდღიურად. 10 დღეში უფრო კარგები უნდა ვიყოთ, ვიდრე ახლა ვართ, 1 თვეში კი კიდევ უფრო უკეთსები. ამისთვის საჭირო მკაცრი დისციპლინა, სათამაშო კომპონენტებზე კონცენტრაცია და გამარჯვების წყურვილი.“

„იმისთვის, რომ სეზონი ტიტულებით და დიდი წარმატებით დაასრულო, ბევრი კომპონენტის ჩართულობაა საჭირო. ამისთვის მთავარია სწორი ფილოოფია, სტრუქტურული მიდგომა, ცოტა იღბალი, რაც შეიძლება კარგი ჯანმრთელობა, ფსიქოლოგიური რელაქსი და მონდომება. ფეხბურთი მხოლოდ ბურთის გარეობა არ არის, ეს გახლავთ მრავალკომპონენტიანი სპორტი, სადაც ყველაფერს საკუთარი მნიშვნელობა ენიჭება.“

„მილიტაო, როდრიგო და მენდი ჯერ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ გვეყოლებიან, მათი აღდგენითი პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.“

„აკადემიის ფეხბურთელები, როგორებიც არიან რივასი, სირია და ჩესტერო, განაცხადში მოხვდებიან და სათადარიგო სკამზე დაჯდებიან, მე მათ შესაძლებლობებს პატივს ვცემ.“

„ზოგადად „კანტერა“ ასათვისებელია, ჩვენ გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებმაც პრესეზონზე დაამტკიცეს საკუთარი შესაძლებლობები, მათ ყოველდღიურად ვიძახებდი.“

„ჩვენს გუნდს ძალიან ღირსებული კაპიტნები ჰყავს, რომლებმაც კარგად იციან, რას ნიშნავს იყო მადრიდისტა. სამეფო კლუბის კაპიტნის სამკლაური, რა თქმა უნდა თითოეული ფეხბურთელისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. მიხარია, რომ გვყავს ლიდერები, რომლებიც აანალიზებენ გუნდში არსებულ პროცესებს.“

„ჩვენ ყველა თამაშს გავაანალიზებთ, როგორც კოლექტიურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე. გვყავს შესანიშნავი სამწვრთნელო შტაბი, სადაც თითოეულ თანამშრომელს მნიშვნელოვანი ფუნქცია-მოვალეობები აქვს დაკისრებული. უნდა ვიმუშავოთ, როგორც კოლექტიურად, ასევე ინდივიდუალურად.“

„მოედანზე გასვლა მხოლოდ 11 ფეხბურთელს შეუძლია და არა 15, 16 ან მეტ მოთამაშეს. ფეხბურთელებთან მქონდა საუბარი და მათ ავუხსენი, რომ ახლა თერთმეტეულის არჩევის დროა. ზოგი კმაყოფილი იქნება, ზოგიც იმედგაცრუებული, მაგრამ მერწმუნეთ, სათამაშო დროს ყველა მიიღებს.“

„ვინისიუსი? ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია, რომელსაც უდიდესი ტექნიკური არსენალი აქვს.“

„სამხრეთ-ამერიკელი შემტევი ძალიან კმაყოფილია ყოველდღიური ვარჯიშებით და თვითონვე აანალიზებს, რამდენად დიდი პროგრესი აქვს, მისგან ძალიან ბევრს ველი და მჯერა, რომ პირველივე მატჩებში ეფექტური იქნება.“

„დაცვა ყველამ უნდა იცოდეს, თუმცა საინტერესოა, რას გულისხმობთ დაცვაში? როდესაც მეტოქე ჩვენს ნახევარზეა, ყველაზე მეტი ცენტრალურმა მცველებმა უნდა იშრომონ, მაგრამ პრესინგიც დაცვაა, სადაც წინახაზელებს გაცილებით მეტი სისწრაფის და აგრესიის გამოვლენა მართებთ. როდესაც ბურთი ჩვენ არ გვაქვს, ყველაფერი უნდა გავიღოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიბრუნოთ და აქცენტი შეტევებზე გავაკეთოთ.“

„თანამედროვე ფეხბურთში, უბურთოდ თამაშიც უნდა იცოდე, ვინაიდან ყოველთვის შენ ვერ იქნები დომინანტი.“

„ძველი დრო? დიახ, ჩემს შემდეგ ანჩელოტიმ და ზიდანმა უდიდესი ეპოქა შექმნეს. შესაძლოა, მე ამაში გარკვეული წვლილი შევიტანე იმ 3 წლით, რომელიც მადრიდში შევიტანე, მაგრამ ის ტიტულები ჩემი ლეგენდარული მეგობრებისაა. ახლა ახალი გამოწვევა მივიღე და მზად ვარ, ახალი „რეალი“ ავაშენო.“

„მოურინიოს გუნდი? რა თქმა უნდა, მსურს, რომ შევქმნა ახალი ელფერი, რომელსაც ჩემს სახელს უწოდებენ. რა თქმა უნდა, მაქვს მკაფიო ხედვები და მიზნები, რომელსაც მსურს, რომ „მერენგების“ რიგებში მივაღწიო. ბევრი რამ ისედაც დანერგილია, ზოგიერთს კი გაუმჯობესება სჭირდება. გპირდებით, რომ გუნდის სასიკეთოდ ყველაფერს გავიღებ, დანარჩენს კი დრო და სავარჯიშო პროცესი გვიჩვენებს.“

„ფეხბურთელებმა უკვე იციან, ვინ ითამაშებს ხვალ სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა ახლა ამაზე საუბარს თქვენთან არ ვაპირებ.“

„იდეალური თერთმეტეული? ამ ეტაპზე არ არსებობს. ჩვენ უნდა მივმართოთ როტაციას, ვინაიდან ერთი და იგივე შემადგენლობით სეზონში 60 და მეტი თამაშის ჩატარება წარმოუდგენელია.“

„პრობლემები ნახევარდაცვაში? რა თქმა უნდა, როდრი ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი ტრანსფერი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ გვყავს ორელიან ჩუამენი, ასევე ბარნარდუ, არდა გიულერი და სხვები. ვეცდებით, არსებული რესურსი მაქსიმალურად ავითვისოთ და შუა რგოლი ეფექტური გავხადოთ.“

„ვინისიუსის, მბაპეს და ბელინგემის კოლაბორაცია? სამივე ფეხბურთელი ძალიან დიდ ნიჭს და შესაძლებლობებს ფლობს, ისინი მობილურები არიან და მრავალმხრივობით გაოირჩევიან. ანჩელოტიმ ვინისგან საუკეთესო შემტევი შექმნა, დეშამმა მბაპესგან მიიღო მაქსიმუმი, ხოლო ტომას ტუხელის ხელში ბელინგემი სხვა დონეზე ავიდა. ახლა მოურინიომ სამივესგან უნდა მიიღოს იდეალური სინთეზი და ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება. მთავარი ის არის, რომ მოთამაშეები ბოლომდე იხარჯებიან და ყველაფერს აკეთებენ საუკეთესო ვერსიის საჩვენებლად.“

„სამი ხედირას გუნდში ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, ის კარგად იცნობს მადრიდის „რეალს“, აქაური ცხოვრების წესს და სტილს. გერმანელი თითოეულ მოთამაშეს დიდ დახმარებას უწევს და ვარჯიშების პროცესშიც ჩართულია.“

„როდესაც ხედირას პირველად ვესაუბრე, მაშინვე გამოთქვა მზადყოფნაა და მითხრა, რომ მეორე დღიდან მზად იყო საქმეში ჩასართავად. ის კარგად იაზრებს პასუხისმგელობას, რომელიც აქვს.“

„„ბენფიკასა“ და „რეალის“ მატჩი? იმ შეხვედრის ჩანაწერს ავტობუსში თავიდან ბოლომდე ვუყურე და კომუნიკაცია აღარავისთან მქონია.“

„როდის მქონდა პირველი კონტაქტი „რეალთან“? მაშინ, როდესაც „ბენფიკას“ პორტუგალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტური ჰქონდა დარჩენილი.“

„ჩვენი მოლაპარაკებები საკმაოდ სწრაფ რეჟიმში წარიმართა და მალევე დასრულდა წარმატებით. მე მსურს სანტიაგო ბერნაბეუზე მუშაობა და ამისთვის მზად ვიყავი.“

„რას ურჩევდა 2013 წლის მოურინიო ახლანდელ მოურინიოს? რთული კითხვა, ალბათ ფილოსოფიურიც, მაგრამ ახლანდელი მოურინიო უფრო ურჩევდა 2013 წლის ჟოზეს, ვიდრე პირიქით.“

„ახლა უფრო მშვიდი და გაწონასწორებული ვარ, ამდენი წლის შემდეგ უდიდესი გამოცდილება შევიძინე.“

1

21 აგვისტო 2026 12:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 041

საააღოლ ამის დამწერს, ამ წამს მორჩა ლაივი და როგორ მოასწარი!

ბრავო

2

21 აგვისტო 2026 13:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 272

სიტი გაკოტრდა თუ რატო ყიდის ყველას? მარმუში, სავინიო, აკე, როდრი, ბერბარდო, რეინდერსი ყველა წავიდა და ერთი ელიოტ ანდერსონი მიიყვანეს.

3

21 აგვისტო 2026 15:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 714
21 აგვისტო 2026 13:29, murtoreali777 says:

სიტი გაკოტრდა თუ რატო ყიდის ყველას? მარმუში, სავინიო, აკე, როდრი, ბერბარდო, რეინდერსი ყველა წავიდა და ერთი ელიოტ ანდერსონი მიიყვანეს.

აბა გასულა 18 ზე

4

21 აგვისტო 2026 15:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 60
21 აგვისტო 2026 13:29, murtoreali777 says:

სიტი გაკოტრდა თუ რატო ყიდის ყველას? მარმუში, სავინიო, აკე, როდრი, ბერბარდო, რეინდერსი ყველა წავიდა და ერთი ელიოტ ანდერსონი მიიყვანეს.

მართლაც მე თუ მკითხავთ მაგ გუნდი ვერაფერს იზავს არც შემადგენლობა ყავთ ისეთ როგორიც ჩემპიონთა ლიგის მოგების დროს და არც მწვრთნელი

ისე რეინდერსი სად წავიდა ასე გააგიჟა ფულმა დავიჯერო არადა იგივე ტიპაჟის ფეხბურთელია რომელიც ჩვენ გვჭირდება

5

21 აგვისტო 2026 15:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 293
21 აგვისტო 2026 15:05, Ronaldo2017 says:
21 აგვისტო 2026 13:29, murtoreali777 says:

სიტი გაკოტრდა თუ რატო ყიდის ყველას? მარმუში, სავინიო, აკე, როდრი, ბერბარდო, რეინდერსი ყველა წავიდა და ერთი ელიოტ ანდერსონი მიიყვანეს.

მართლაც მე თუ მკითხავთ მაგ გუნდი ვერაფერს იზავს არც შემადგენლობა ყავთ ისეთ როგორიც ჩემპიონთა ლიგის მოგების დროს და არც მწვრთნელი

ისე რეინდერსი სად წავიდა ასე გააგიჟა ფულმა დავიჯერო არადა იგივე ტიპაჟის ფეხბურთელია რომელიც ჩვენ გვჭირდება

ზუსტად ის დროა ჰალანდი მოიყვანოს რეალმა თორე ბარსა წაგვართმევს შემდეგ სეზონში დარწმუნებული ვარ

6

21 აგვისტო 2026 15:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 60
21 აგვისტო 2026 15:19, bururjika madrid says:

როგორ და ვის ადგილზე თორე ჰალანდი ვის არ უნდა

7

21 აგვისტო 2026 15:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 440
21 აგვისტო 2026 15:19, bururjika madrid says:
ზუსტად ის დროა ჰალანდი მოიყვანოს რეალმა თორე ბარსა წაგვართმევს შემდეგ სეზონში დარწმუნებული ვარ

ჰალანდი მბაპე ვინისიუსი ერთად?ჰალანდს რომელი კოამარაგებს პასევით ვინისიუსი თუ მბაპე?მეეჭვება ჰალანდზე ითამაშონ ერთმა ან მეორემ.მომავალ წელს ალბათ ლაპორტა იყიდის მე დიდათ არ კომწონს სტოლბა ფორვარდები

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

8

21 აგვისტო 2026 16:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 493

მოკლედ არ მჯერავს მე ამ კაცის და ნეტავ ვცდებოდე, ვერც ტრაბახს გადაეჩვია და ვერც ენამწარობას. ძალიან კარგად მახსოვს ამის 3 სეზონი 3 ტიტულით რონალდუთი, ბენზემათი, რამოსით 3 ტიტული 1 სამეფო თასით რომელიც რამოსმა დაჭეჭყვის მერე ჟესტიანშიკთან გაარემონტა, 1 ლა ლიგა და ერთი სუპერკოპა. აი ეს თუ რეალის მაქსიმუმია მაშინ დავღუპულვართ საერთოდ. 

9

21 აგვისტო 2026 19:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 64

ფრთხილად ზვიადი, ხელი არ შეგეშალოს. ანუ (ვაი შენს პატრონს)

10

21 აგვისტო 2026 20:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 781

მომავალ წელს ჰალანდი თვითონ დაიწყებს ხვეწნას რეალში გადმოსვლაზე და დიდი ალბათობით ბარტერს გააკეთებენ ვინისიუსთან. წელს სახელფასო ჭერი არ ახლევდა საშუალებას რომ ჰალანდზე გაწეულიყვნენ, მომავალ წელს დიდი ალბათობით, ბრაჰიმი, კამავინგა, ბერნარდო, ჩუამენი დატოვებენ გუნდს. 

11

22 აგვისტო 2026 00:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 714
21 აგვისტო 2026 20:45, გურჯი says:

მომავალ წელს ჰალანდი თვითონ დაიწყებს ხვეწნას რეალში გადმოსვლაზე და დიდი ალბათობით ბარტერს გააკეთებენ ვინისიუსთან. წელს სახელფასო ჭერი არ ახლევდა საშუალებას რომ ჰალანდზე გაწეულიყვნენ, მომავალ წელს დიდი ალბათობით, ბრაჰიმი, კამავინგა, ბერნარდო, ჩუამენი დატოვებენ გუნდს. 

შენ ვინც არ გევასება  იმათ ყრი ხომ ? ვინი 2032 ბერნარდუ 2028  აი ჩუამენი რა  შუაშია ერლინგასთან

12

22 აგვისტო 2026 04:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 781
22 აგვისტო 2026 00:28, super vini.jr 20 says:
21 აგვისტო 2026 20:45, გურჯი says:

მომავალ წელს ჰალანდი თვითონ დაიწყებს ხვეწნას რეალში გადმოსვლაზე და დიდი ალბათობით ბარტერს გააკეთებენ ვინისიუსთან. წელს სახელფასო ჭერი არ ახლევდა საშუალებას რომ ჰალანდზე გაწეულიყვნენ, მომავალ წელს დიდი ალბათობით, ბრაჰიმი, კამავინგა, ბერნარდო, ჩუამენი დატოვებენ გუნდს. 

შენ ვინც არ გევასება  იმათ ყრი ხომ ? ვინი 2032 ბერნარდუ 2028  აი ჩუამენი რა  შუაშია ერლინგასთან

ვინის გაუგრძელეს უფასოდ რომ არ დაეკარგათ, ბერნარდო მოიყვანეს ბარსას რომ არ წაეყვანა, იგივე ფანდი ჩაატარა ალვარესთან დაკავდირებით და ასევე როდრისთანაც ფასები გაუზარდა ბარსას, ჩუამენის და კამავინგას და ბრაჰიმს რაც შეეხება თუ არ შეელევა უსარგებლო ფეხბურთელებს სახელფასო ჭერი არ მისცემს საშუალებას ახალი ფეხბურთელების დამატების მითუმეტეს ჰალანდი სერიოზულ ხელფასს მოითხოვს, ჩემს დავასებას რაც შეეხება, ვინისიუსი მაგრად მევასება, მაგრამ ჰალანდი თუ დაიმატეს სხვა გზა არ გვექნება რომ არ გაყიდონ, მბაპეს არავინ გაუშვებს 35 წლამდე. 

13

22 აგვისტო 2026 08:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 477
21 აგვისტო 2026 15:53, Ronaldo2017 says:
21 აგვისტო 2026 15:19, bururjika madrid says:
21 აგვისტო 2026 15:05, Ronaldo2017 says:
21 აგვისტო 2026 13:29, murtoreali777 says:

სიტი გაკოტრდა თუ რატო ყიდის ყველას? მარმუში, სავინიო, აკე, როდრი, ბერბარდო, რეინდერსი ყველა წავიდა და ერთი ელიოტ ანდერსონი მიიყვანეს.

მართლაც მე თუ მკითხავთ მაგ გუნდი ვერაფერს იზავს არც შემადგენლობა ყავთ ისეთ როგორიც ჩემპიონთა ლიგის მოგების დროს და არც მწვრთნელი

ისე რეინდერსი სად წავიდა ასე გააგიჟა ფულმა დავიჯერო არადა იგივე ტიპაჟის ფეხბურთელია რომელიც ჩვენ გვჭირდება

ზუსტად ის დროა ჰალანდი მოიყვანოს რეალმა თორე ბარსა წაგვართმევს შემდეგ სეზონში დარწმუნებული ვარ

როგორ და ვის ადგილზე თორე ჰალანდი ვის არ უნდა

ვისი და ვინისიუსის ადგილზე.ვინი მაგრად დააღალატებს გუნდსაც და მაუსაც,თორემ ნახავთ ახალ სეზონში.მისი უაზრო გამოხტომები და აგრესიული ხასიათი მოედანზე ბევრჯერ დააზარალებს რეალს.დიდი ალბათობით ვინის ბოლო სეზონია რეალში.

ხომ იცით მამალმა რა თქვა?

მე მიყივლია და ამ ჩემს დაღლილს თუ არ გათენდებაო.))))

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 9
3 იამალი 8
4 კამელიო 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (119)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)