„რეალი“ ვიქტორ ფროჰოლდტს აკვირდება - „პორტუ“ 85 მილიონს ითხოვს!
ჟოზე მოურინიოს ძალიან მოსწონს „პორტუს“ ახალგაზრდა იმედისმომცემი ნახევარმცველი, რომელმაც საოცარი პროგრესი აჩვენა.
საქმე ეხება 20 წლის დანიელ ვიქტორ ფროჰოლდტს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა დიდ ასპარეზზე და არაერთი მაღალი დონის კლუბის ყურადღება მიიქცია.
არსებული ინფორმაციით, სამეფო კლუბში ამ ტრანსფერს სერიოზულად განიხილავენ, მაგრამ 85 მილიონი ევრო ეძვირებათ.
თავის მხრივ, მოურინიოს აზრით, ვიქტორი ძალიან მალე გახდება ერთ-ერთი თვალსაჩინო, ტოპ კლასის ნახევარმცველი.
თანამედროვე ფეხბურთში ცენტრალური ნახევარმცველისგან მოთხოვნილი დინამიურობა ვიქტორ ფროჰოლდტის მთავარი სავიზიტო ბარათია. მისი მოძრაობა მოედანზე არ შემოიფარგლება მხოლოდ ბურთის მიღებით/ დანიელი ანადგურებს მეტოქის დაცვის ხაზებს თავისი ეფექტური ღერძული გარღვევებით. „პორტუს“ ახალგაზრდა ვარსკვლავი ოსტატურად იყენებს თავის ფიზიკურ მონაცემებს (1.87 მ) და სივრცეს, რათა დროული მანევრით მეტოქის პრესინგი ჩამოიშოროს.
მისი უნარი, დროულად გამოჩნდეს საჯარიმოს მისადგომებთან ან მეტოქის ზურგს უკან გახსნილ ზონებში, ხშირად დაუმარცხებელ ძალად აქცევს სწრაფი გარდასახვების დროს, რაც „რეალის“ მსგავსი გუნდისთვის სერიოზული ტაქტიკური არგუმენტია.
მიუხედავად იმისა, რომ ფროჰოლდტის თამაში ხშირად მაღალ ინტენსივობასა და ათლეტურ უპირატესობაზეა დამყარებული, მისი მოედნის ხედვა და გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე წლებს უსწრებს.
ის არ არის მხოლოდ დამრტყმელი ძალა, არამედ სიტუაციის იდეალურად მკითხველი მოთამაშეა, რომელიც სწრაფად აფასებს პარტნიორების განლაგებას. ბურთის კონტროლისას ცდილობს თამაშის ტემპის დარეგულირებას და ზუსტი, დროული პასებით ხსნის პოზიციურ ჩიხებს. მისი ეს თვისება საშუალებას აძლევს გუნდს, მშვიდად გადავიდეს დაცვიდან შეტევაზე და სრულად აკონტროლოს ცენტრი.
მოურინიოს აზრით, ფროჰოლდტის უნიკალურობა მის მრავალფუნქციურობაშია. ის თანაბარი წარმატებით ასრულებს კლასიკური ნახევარმცველის ფუნქციებს და საჭიროების შემთხვევაში მაღალპრესინგსაც ლიდერობს. მისი ფიზიკური გამძლეობა და შეუპოვრობა საშუალებას აძლევს, მატჩის ბოლო წუთებშიც ისეთივე ენერგიით ითამაშოს, როგორითაც პირველ წუთზე.
სწორედ ამგვარი უნიკალური კომბინაცია - ათლეტუზმი, მზარდი სათამაშო ინტელექტი და ევროპული მასშტაბით თამაშის პროგრესირების პოტენციალი ხდის მას სამეფო კლუბის სელექციონერთა მნიშვნელოვან სამიზნეს.
- დღეს, 11:35
- 50
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



