დღის გეგმა ცნობილია - ფინალური ვარჯიში, პრესკონფერენცია და განაცხადი
მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს 21 აგვისტოს გეგმა გაწერილი აქვს.
ვარჯიშის დაწყებამდე პორტუგალიელი სპეციალისტი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება და პრესკონფერენციას გამართავს, დასკვნითი სესია კი ამის შემდეგ ჩაინიშნება.
დღის ბოლოს ცნობილი გახდება „ბლანკოსის“ განაცხადი „ესპანიოლის“ წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, „რეალისა“ და კატალონიური კლუბის შეხვედრა ხვალ, 22 აგვისტოს, 23:30 საათზე გაიმართება.
- დღეს, 11:33
- 14
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



