ბერნარდუ:,,რეალში საოცარი ერთიანობაა"
„ბლანკოსში“ პრეზენტაციის შემდეგ ბერნარდუ სილვამ „რეალის“ ოფიციალურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა, სადაც არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სამეფო კლუბისთვის შემიძლია თამაში. დიდი მოტივაციაა ამ ოთახში შემოსვლა, სადაც ჩემპიონთა ლიგის 15 თასია განლაგებული. ეს არის უდიდესი ისტორიის მქონე კლუბი, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია.“
„როდესაც ბავშვი ხარ და ფეხბურთი გიყვარს, რა თქმა უნდა ოცნებობს, „რეალის“ დონის კლუბში თამაშზე. ეს ნამდვილად არის საოცარი წუთები, რომელიც ჩემს ცხოვრებაში დარჩება.“
„ამ კლუბისთვის ყველაფერს გავიღებ. დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დამხვდა და დიდი პატივისცემა გამოამჟღავნა.“
„სანტიაგო ბერნაბეუზე არაერთხელ მითამაშია და ბევრჯერ მინახავს 15 თასი. ახლა დროა, მუზეუმს მე-16 თასი შევმატოთ.“
„ღვაწლი, რომელიც ფლორენტინო პერესს „ბლანკოსის“ განვითარებაში აქვს შეტანილი, სრულიად წარმოუდგენელია. მისი მმართველობის პირობებში „რეალმა“ 7-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.“
„„რეალში“ კარიერის გაგრძელება ჩემი კარიერისთვის საუკეთესო გამოსავალი იყო. როდესაც დამირეკეს, მაშინვე დავთანხმდი.“
„გუნდში შესანიშნავი კავშირია, გამარჯვების იმედი და ამბიცია თითოეულ ფეხბურთელს აქვს და მივიჩნევთ, რომ შეგვიძლია უმაღლესი მწვერვალების დაპყრობა. გასახდელში ერთიანობაა, ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს და ხშირად გადამწყვეტიც არის.“
„ჩემი ოჯახი ბედნიერია. მეუღლე და შვილი მადრიდში იცხოვრებენ, ოქტომბერში კიდევ ერთი შვილი შემეძინება. მჯერა, რომ მადრიდული ცხოვრება საინტერესო იქნება და მე ყველა დეტალს ოჯახს გავუზიარებ.“
„კარიერის სტარტზე, სულ სხვა პოზიციაზე ვთამაშობდი და სხვა გეგმები მქონდა. წლების გასვლასთან ერთად ძალიან გავიზარდე, როგორც „მონაკოში“, ასევე მანჩესტერ „სიტისა“ და პორტუგალიის ნაკრებში. შრომისმოყვარეობა ვისწავლე და მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია თვითდისციპლინა.“
„არასდროს ვაყენებ საკუთარ ინტერესს გუნდურ ინტერესზე მაღლა, ეს ჩემი სტილი არ არის.“
„კილიან მბაპესთან ერთად 2 წელი ვითამაშე, ის ძალიან ახალგაზრდა იყო და უდიდესი პერსპექტივა ჰქონდა, შემდეგ გვქონდა დაპირისპირებები, როგორც „პსჟ“-ში თამაშის დროს, ასევე „რეალში“. მე მას არაერთხელ შევხვედრილვარ და ყოველთვის ვიცოდი, რომ ძალიან სახიფათო წინახაზელია, რომელიც შესანიშნავად ჩქარდება და გოლის გატანის უბადლო უნარი აქვს. მიხარია, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთა და წარმატებისთვის ერთად ვიბრძოლებთ.“
„იმისთვის, რომ ლა ლიგა მოვიგოთ, თითოეულ მატჩს უდიდესი ყურადღება უნდა მივაქციოთ. წინ „ესპანიოლთან“ მატჩი გვაქვს, სადავ ვიმედოვნებ, რომ 3 ქულას ჩავიწერთ აქტივში.“
„კიდევ ერთხელ მივესალმები მადრიდისტებს, ბედნიერი ვარ, რომ მათი გახარება ჩემი მისია გახდა. ერთად ყველაფერს შევძლებთ, Hala Madrid!“
- დღეს, 12:23
- 108
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



