ველინგტონი: ”რეალისთვის პრობლემების შექმნა შეგვიძლია”
”მალაგას” მცველს, რობსონ ველინგტონს, იმედი აქვს, რომ შაბათს პირველ საშინაო გამარჯვებას მოიპოვებს მიმდინარე სეზონში.
- უფროდაუფრო ცოტა დრო რჩება ”რეალთან” თამაშამდე...
- ჩვენი სურვილი იქნება ვიზეიმოთ პირველი გამარჯვება შინაურ კედლებში.ვფიქრობ, მადრიდელებთან სულ სხვა თამაში იქნება.ნებისმიერი მოთამაშე 100 პროცენტით დაიხარჯება მოედანზე.ისინი ”დეპორის” ძლევის შემდეგ საკმაოდ კარგ განწყობაზე გვესტუმრებიან.
- ”მალაგა” სამეფო კლუბს 27 წლის განმავლობაში ვერ ამარცხებს.ეს თქვენთვის დამატებითი მოტივაცია იქნება?
- ჩვენ მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, თუ როგორ მოვიპოვოთ პირველი 3 ქულა ”ლა როსალედაზე.” რა თქმა უნდა, ესპანური გრანდის დამარცხება მნიშვნელოვანი იქნება, რამეთუ ეს უკლებლივ ყველა ფეხბურთელისათვის ახალი სტიმული იქნება მუშაობისათვის.
- წლევანდელი მადრიდი შარშანდელზე ძლიერია?
- მათ ჰყავთ უდიდესი პოტენციალის მქონე მოთამაშეები.ჩვენს გუნდში კი საკუთარი საქმის უდავო პროფესიონალები ირიცხებიან.
- არ გაწუხებთ ”ბლანკოსის” შეტევითი ხაზი და ისეთი ფეხბურთელი, როგორიც იგუაინია?
- ყურადღებით უნდა ვიყოთ ნებისმიერი თავდამსხმელის მეურვეობის დროს.ანხელ დი მარიაც კარგ ფორმაშია.მოკლედ, ”რეალს” მსოფლიო დონის ფეხბურთელები ჰყავს.
- თანდათან ფერეირას მეთოდებს ეჩვევით?
- დიახ.ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში.შეტევაში ნელ-ნელა სასურველ კონდიციამდე მივდივართ, მაგრამ დაცვა კვლავ რჩება პრობლემტურ საკითხად.იმედია, მალე ამ კომპონენტშიც გავძლიერდებით.
- ”მალაგას” ქომაგები დიდ იმედებს ამყარებენ ამჟამინდელ შემადგენლობაზე...
- კარგად ვიცით, რომ გრანდების წინააღმდეგ გულშემატკივრებით განსაკუთრებით მოტივირებულნი არიან.მოედანზე არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ჩვენი ქომაგების გულები უნდა გავახაროთ.
- თქვენმა მწვრთნელმა მოურინიოს საიდუმლოებებზე ხომ არ ისაუბრა?
- ჩვენ კარგად ვიცით მადრიდის შესაძლებლობები,ამიტომაც გვჯერა, რომ დაცვაში საიმედოდ თამაშის შემთხვევაში, შეგვეძლება ”რეალისათვის” დიდი უსიამოვნებების შექმნა.
- ”რეალის” დამარცხება შესაძლებელია?
- ვგონებ, შეგვიძია გავურთულოთ ცხოვრება დედაქალაქელებს.
- ელისეუ დიდი დანაკლისი იქნება გუნდისათვის?
- დიახ, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ღირსეულად შეცვლიან მას.
- 15 ოქტომბერი 2010
- 1 321
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.