მოურინიო:„გუნდში ძალიან ბევრი პოზიტიური ცვლილებაა“

ჟოზე მოურინიომ „შალკეს“ დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც არაერთ მნიშვნელოვან დეტალს გაუსვა ხაზი.

„საერთო ჯამში პრესეზონით კმაყოფილი ვარ. გუნდში ძალიან ბევრი პოზიტიური ცვლილებაა, როგორც ტაქტიკური, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ არ არის ჩვენი მაქსიმუმი. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ვეცადოთ, რომ ყველა პოზიციაზე მაქსიმალურად პროდუქტიულები ვიყოთ.“

„ჯერ კიდევ ერთი კვირა გვაქვს იმისთვის, რომ ლა ლიგის პირველი მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადოთ.“

„ფეხბურთელები, რომლებიც სტარტიდან აქ არიან, 30-ზე მეტ ვარჯიშში მიიღებს მონაწილეობა, ზოგიერთის აქტივში კი მხოლოდ 6-7 ვარჯიშია. რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერ არ გვაქვს იდეალური ბალანსი.“

„მთავარი ის არის, რომ გუნდი ყველა ტურნირის სტარტიდან ბოლომდე იბრძოლებს ქულებისთვის, საუკეთესო შედეგებისთვის და თითოეულ მატჩს მიაქცევს უდიდეს ყურადღებას.“

„ჩვენ დავიმატეთ ძალიან ძალიან კარგი მოთამაშეები, რომლებსაც აქვთ ინდივიდუალური შესაძლებლობები, მაგრამ მთავარი არის კოლექტიური წარმატება და რაც შეიძლება მეტი გუნდურობა.“

„ვფიქრობ, ყოველდღიურად შეგვიძლია განვითარება და გაუმჯობესება. თითოეული დღე, რომელიც პირველ მატჩამდე გვექნება, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ჩვენს სასიკეთოდ და ვეცადოთ, რომ ინტენსიურები გავხდეთ.“

„დაახლოებით 2-3 კვირაში ყველა მოთამაშე თანაბარ დონეზე იქნება, იქამდე კი რესურსი სრულფასოვნად უნდა ავითვისოთ.“

„გულშემატკივრები აღფრთოვანებულები არიან ტრანსფერებით, რომელიც განვახორციელეთ. გუნდი რეალურად გაძლიერდა და ახლა მთავარია, არსებული მოთამაშეებით საუკეთესო შედეგები მივიღოთ.“


1

1 hour above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 973

შალკესთან თამაშში დავინახე შინაარსიანი ფეხბურთი.


ეს ეხლა რა თქმა უნდა არ იყო ინდიკატორი, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდს ქონდა რაღაც ელფერი და მოურინიო თუ ამ მიმართულებით იმუშავებს ძალიან გამეხარდება

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2026 (132)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)