მბაპე:„მოურინიომ იცის გამარჯვების გემო და მე მისი მეიმედება“

კილიან მბაპემ „რეალის“ ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა.

„ჟოზე მოურინიომ იცის გამარჯვების გემო და მე მისი მეიმედება. ძალიან მომწონს ტემპი, რომელიც ვარჯიშებზე გვაქვს და მჯერა, რომ ახალი სეზონი ძალიან წარმატებული იქნება.“

„პორტუგალიელმა სპეციალისტმა იცის, როგორ მისცეს მიმართულება ფეხბურთელებს. ჩვენ ხშირი საუბრები გვქონდა მაშინ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატზე ვიყავი.“

„ლა ლიგის სტარტზე მადრიდული გრანდი მოწოდების სიმაღლეზე უნდა შეხვდეს. გუნდი 1 თვეა ვარჯიშობს, მაგრამ მუნდიალის გამო არაერთმა ფეხბურთელმა ახლა დაიწყო ვარჯიში.“

„არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე კოლექტიური ტიტულები. ძალიან მსურს, რომ მესამე მადრიდულ სეზონში არაერთ წარმატებას მივაღწიო.“

„მახსოვს 2 წლის წინ ჩატარებული სუპერთასი, დიახ, ზუსტად 2 წელიწადი გავიდა. მაშინ ყველა იღიმოდა, ყველა ბედნიერი იყო. ჩვენ მოვიგეთ სუპერთასი.“

„მსურს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები ჩავატარო და ახალი მწვრთნელის პირობებში ბევრ წარმატებას მივაღწიო.“

„მადრიდში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო. სამეფო კლუბი ყოველთვის დიდი ოცნება გახლდათ, ახლა აქ ყოფნით ვტკბები, მაგრამ მჭირდება ტიტულები და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.“

„მადრიდისტებს ვპირდები, რომ ახალი სეზონი ძალიან პროდუქტიული იქნება.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2026 (127)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)