მოურინიო ბერნარდუს მხოლოდ მოედნის ცენტრში განიხილავს
ჟოზე მოურინიო ბერნარდუ სილვას მხოლოდ მოედნის ცენტრში განიხილავს და არა ფორვარდების უკან, ან შეტევის მარჯვენა ფლანგზე.
პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, „რეალს“ შეტევაში საკმარისზე მეტი რესურსი აქვს, მოედნის ცენტრში კი აშკარა პრობლემებია.
ბერნარდუს მოედნის ხედვა, მოკლე და გრძელი პასის კულტურა და გამოცდილება კი გუნდმა ცენტრში უნდა გამოიყენოს.
პორტუგალიელი ნახევარმცველი ვერაფრით იქნება ჩამშლელი, მაგრამ ის ცენტრალური ნახევარმცველის როლს მოირგებს და ეცდება თამაშის ტემპი საკუთარი კარნახით წარმართოს.
ვარჯიშებზე სილვას კონკრეტული დავალებები აქვს და ჟოზეს მოსწონს მისი სტილი, დანარჩენს კი სეზონის სტარტი გვიჩვენებს.
- დღეს, 12:00
- 0
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




