ბელინგემი:„გულშემატკივრებს ბევრ ლამაზ საღამოს ვპირდები“
ჯუდ ბელინგემმა „რეალის“ ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუ ჩაწერა.
„მოხარული ვარ დაბრუნებით. გუნდი შესანიშნავად დამხვდა.“
„ახალ მწვრთნელთან მუშაობა ჩემთვის დამატებითი გამოწვევა და მოტივაცია იქნება.“
„მსოფლიო ჩემპიონატი საკმაოდ ეფექტური იყო. სამწუხაროდ, ინგლისის ნაკრები ჩემპიონი ვერ გახდა, მაგრამ ჩვენ ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ.“
„ჩვენ ბევრს ვმუშაობთ და ვიღლებით, მაგრამ ეს სასიამოვნო დაღლაა, რადგან საყვარელ საქმეს ვაკეთებთ.“
„მადრიდში სიცხეა, ეს პროცესი კიდევ რამდენიმე კვირას გასტანს, ჩემპიონატი კი მალე იწყება.“
„დიდი პატივია, რომ „რეალში“ მეოთხე სეზონს ვიწყებ. ვეცდები, საუკეთესო მატჩები ჩავატარო და გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო.“
„გულშემატკივრებს ბევრ ლამაზ საღამოს და დაუვიწყარ მომენტებს ვპირდები.“
- დღეს, 11:57
- 3
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



